Tag Archives: #ნავთობკომპანიები

რუსულ ნავთობს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს

ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც ნავთობზე ფასების შეზღუდვას და რუსეთიდან ალმასებისა და ფუფუნების სხვა საგნების იმპორტის აკრძალვას შეეხება. ამასთან, სანქციები ფიზიკური პირების შავი სიის გაფართოებასაც მოიცავს, წერს გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით. აღინიშნება, რომ ახალი სანქციები განხილვაზე 23 სექტემბერს გავა. დღეისათვის ევროკავშირი, აშშ და კანადა მსჯელობენ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ამ მიმართულებით ქვეყნები ჩინეთისა და ინდოეთის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  23 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.83 (- 0.79)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.94  (- 1.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომ არა რუსული ნავთობი, დღეს საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა – დავით ჩიხელიძე

„Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, ომის დაწყებიდან 6 თვეში კი, რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წილი 54%-ია“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. „ევროპა ჩვენგან სანქციებს ითხოვს, თვითონ კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ქმედით ...

Read More »

სოსო არჩვაძე: რომ არა ნავთობპროდუქტების დასახელებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო ენერგორესურსების მხრივ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ადგილობრივი წარმოების ნავთობი, ჩვენი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 2.2 პროცენტია. შესაბამისად, ენერგორესურსების იმპორტის მასშტაბი დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე მათი ფასების დინამიკაზე, – წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში. „გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს იმპორტირებულ ენერგორესურსებში გაცილებით მეტს ვიხდით. ეს ერთ მხრივ, უკავშირდება ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, მეორე მხრივ – მსოფლიო ბაზარზე ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში

კონომიკის ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე – აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში. „ბოლო მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია არასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი არათუ თურქეთში, ჩინეთში ან ინდოეთში, არამედ ევროკავშირის და ნატოს ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  22 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.25 (+0.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.37 (+0.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთმა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე ერთ თვეში 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯა

ჩინეთმა აგვისტოში რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ნახშირის იმპორტზე რეკორდული 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, ოფიციალური მონაცემებს საბაჟო სტრუქტურა აქვეყნებს. ჩინელმა მყიდველებმა შეიძინეს რეკორდული 44 მილიარდი დოლარის რუსული ენერგორესურსები 6 თვის განმავლობაში, ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. საბაჟოს მონაცემებით, აგვისტოში საწვავის ხარჯი 68%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ევროკავშირი თებერვლიდან ცდილობდა რუსეთის ენერგეტიკაზე უარის თქმას და მისი წევრები მაისში ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,774 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,57  მილიონი ბარელით  და შეადგინა  214,61 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  117,25 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ევროპული სანქციების ფონზე რუსეთი აზიაში საწვავის მიწოდებას გაზრდის

Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსეთი გაზრდის საწვავის მიწოდებას აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი გამოწვეულია ევროკავშირის დაწესებული სანქციებით. გამოცემა წერს,რომ ევროკავშირი 5 დეკემბრიდან თითქმის სულ აკრძალავს ნედლი ნავთბის იმპორტს,რასაც თებერვალში მოყვება ნავთობპროდუქტების სრული აკრძალვა. აღნიშნული ქმედება ფასდება,როგორც მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა,რათა დაიცვან უკრაინელები. წყარო: gbc.ge

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, კომპანია „სოკარის“ სახელით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება, რომლითაც საზოგადოებას „სოკარში“ აქტივების დაბანდებას სთავაზობენ. „კომპანია „სოკარი“ საზოგადოებას აფრთხილებს, არ მოტყუვდნენ და არ გადაიხადონ თანხა მსგავსი ტიპის შემოთავაზებებში. „ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და ფულის გამოძალვას. „სოკარის“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ ჩვენს მომხმარებლებს ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან ვაწვდით. ესენია ოფიციალური ვებ-გვერდი ...

Read More »
Menu Title