Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 6%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,49 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 111,55 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მოთხოვნა, რომ თანხა რუბლში გადაგვეხადა – „სენტა“ საწვავის რუსეთიდან იმპორტზე

საქართველოში, საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ,,სენტა ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასები ძალიან მაღალია, თუმცა ქვეყანაში შედარებით იაფი, რუსული და თურქმენული საწვავი შემოდის, რაც ფასებს აბალანსებს. „საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ იზრდება. 1 ტონა დიზელისა და ბენზინის ფასები დაახლოებით 1 170 დოლარის ფარგლებშია, ძალიან მცირე განსხვავებებით. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრის ფასი ბოლო პერიოდში ძალიან ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ქვანახშირითა და ნავთობის კოქსით დატვირთული მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი ხიხონის პორტში შევიდა

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ქვანახშირითა და ნავთობის კოქსით დატვირთული მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი ესპანეთის ქალაქ ხიხონის პორტში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ქალაქის პორტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული ნედლი ნავთობით მალტის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი კარტახენაში 6 მაისს შევიდა. 8 აპრილს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები რუსეთიდან ნახშირის, ხის, ქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების, როგორიცაა არაყი, იმპორტის წინააღმდეგ, თუმცა სანქციები ჯერ სრულად ...

Read More »

საქართველომ, თითქმის გააორმაგა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ირანიდან

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ირანიდან $416 930 ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა,  რაც 96%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (212 660 აშშ დოლარი). ამის შესახებ Trend საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველომ ირანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი თებერვალთან შედარებით 18 %-ით (127 770 აშშ დოლარი) $104 710-მდე შეამცირა. ამრიგად, ირანი 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ნავთობისა და ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 5 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.90  (+  0.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.26  (+  0.45)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2.23   მილიონი ბარელით  და შეადგინა  228.58  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.34  მილიონი ბარელით და შეადგინა  104.94 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს – ქვეყანას ენერგორესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მას გაუჭირდება დაუყოვნებლივ მიჰბაძოს ევროკავშირის მაგალითს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოორდინირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან. მინისტრმა დასძინა, რომ იაპონია მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები G7-ის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების შემდეგ. ...

Read More »

ევროპარლამენტარი: “2021 წელთან შედარებით, რუსეთს ენერგორესურსებში სამჯერ მეტს ვუხდით

გადავამოწმე, გამეგო რა თანხას ვაძლევთ ენერგორესურსების მოხმარებით რუსეთს. ომი დაწყებიდან დღემდე ანუ ამ ორ თვეში გადამხდელთა სიაში პირველ ადგილზეა რა თქმა უნდა გერმანია, მეორე იტალია, მესამე თურქეთი და მეოთხე ნიდერლანდებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იაკ მადისონმა განაცხადა. „ევროპელები სამჯერ მეტს ვიხდით ანუ მეტად ვაფინანსებთ წელს, ვიდრე ზუსტად ამ დროს 2021-ში. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ევრო შედის რუსეთში ევროპიდან. ამ ფულით რუსეთი აწარმოებს ...

Read More »

რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი “საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა” შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ...

Read More »

ენერგომატარებლები 50%-ით გაძვირდება

რუსეთ-უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოში ინფლაციური პროცესები დააჩქარა, განსაკუთრებით სწრაფად ფასები ენერგომატარებლებზე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს ენერგორესურსების ღირებულება საშუალოდ 50%-ით გაიზრდება. ნავთობის ფასი ომამდე $80-ს შეადგენდა, დღეს 38%-ით – $110-მდეა გაზრდილი, რაც 8–წლიანი რეკორდია, მარტში 14 წლიანი რეკორდიც დაფიქსირდა და 1 ბარელის ღირებულებამ $130-ს გადააჭარბა. ზოგად არასტაბილურ ფონს, ის ფაქტიც ემატება, რომ რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. რუსეთი დღიურად ...

Read More »
Menu Title