გიორგი ფანგანმა EU4Energy-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს უნიკალური შესაძლებლობები აქვს - Frosio Next

სემეკმა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

გამოკითხულთა 64-%-ის აზრით, კომუნალური სერვისების კუთხით, მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურა წარმოადგენს - კვლევა

ელექტროენერგია
სემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრისმიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენელების შესახებ დაინტერესებული პირებისინფორმირებულობა.კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაციასაქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდეციებისა და მაჩვენებლების შესახებ. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. სემეკიგეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას.  ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები მოცემულია შემდეგ ბმულზე: ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები 

"ეპ ჯორჯია გერენაციამ" ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

საქართველოს ენეგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა.  სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.„მოხარულები ვართ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება სწორედ სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ელექტროენერგია 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის გაიყიდა“-  განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ კორპორაციული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა-ანგარისწორების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ ბეჭვაიამ.სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“ სათანადო პირობებში,  მომავალშიც განაგრძობს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას.შეგახსენებთ, კომპანია ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 15 ჰიდროელექტროსადგურს საერთო ჯამური სიმძლავრით 490.827 მგვტ, ჯამური საპროექტო გამომუშავებით – 2 მლრდ კვტ. სთ., რომლებიც გასულ საუკუნეში აშენდა და ჯი ფაუერს  110 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ: ლაჯანურჰესი – დადგმული სიმძლავრე 115.568 მგვტ. ძევრულჰესი – დადგმული სიმძლავრე 80.0 მგვტ. გუმათჰესი I – დადგმული სიმძლავრე 48.4 მგვტ. გუმათჰესი II  – დადგმული სიმძლავრე 22.8 მგვტ. რიონჰესი – დადგმული სიმძლავრე 54.0 მგვტ. შაორჰესი – დადგმული სიმძლავრე 40.32 მგვტ. აწჰესი – დადგმული სიმძლავრე 18.4 მგვტ. ჩითახევჰესი – დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ. ზაჰესი – დადგმული სიმძლავრე 38.6 მგვტ. ორთაჭალჰესი – დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ. კინკიშა ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.864 მგვტ. ჩხოროწყუ ჰესი – დადგმული სიმძლავრე 6.0 მგვტ. სიონჰესი – დადგმული სიმძლავრე 9.0 მგვტ. საცხენისჰესი -დადგმული სიმძლავრე 14.0 მგვტ. მარტყოფჰესი – დადგმული სიმძლავრე 3.875 მგვტ. ჯი ფაუერი – დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ.

"ენერგეტიკა ერთ-ერთ ყველაზე მდგრად სეგმენტად ითვლება" - ნუკა მშვიდობაძე

„საქართველოს განახლებადი ენერგიების ჰოლდინგმა“ სიმძლავრის მეორე აუქციონში ერთი მცირე ჰიდროპროექტით გაიმარჯვა.როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ნუკა მშვიდობაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სასურველი იქნებოდა აუქციონში უფრო მაღალი მედიანური ტარიფები დაფიქსირებულიყო.„ჩვენ მოვიგეთ ერთი პროექტი - ეს არის ჰიდროპროექტი - მოდინებაზე მომუშავე ჰესი 6.29 აშშ ცენტად. ვისურვებდი, რომ ტარიფი უფრო მაღალი იყოს. ჩვენი პროექტი საკმაოდ პატარაა, თუმცა, რაც შეეხება უფრო დიდ პროექტს, ვფიქრობ, ამ ტიპის პროექტებისთვის უფრო მაღალი ტარიფები იქნებოდა მისაღები “ - ამბობს ნუკა მშვიდობაძე.მისივე თქმით, ენერგეტიკის სფერო ერთ-ერთ ყველაზე მდგრად სფეროდ და სეგმენტად ითვლება. გამოცოცხლებულია კაპიტალის ბაზარიც.„რამდენადაც ვიცი, ხდება წახალისების მექანიზმების შემუშავება ობლიგაციების კუთხით. ადგილობრივი კაპიტალის ბაზარიც გამოცოცხლებულია. მიხარია, რომ ეს გამოცოცხლება ჩვენს მიერ 2022 წელს განთავსებულმა ობლიგაციებმაც გამოიწვია 80 მლნ დოლარის ოდენობით“ - ამბობს ნუკა მშვიდობაძე „ბიზნესპარტნიორთან“.„საქართველოს განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი” ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის “ჯორჯია კაპიტალის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფლობს ქართლის ქარის ელექტროსადგურს და მოდინებაზე მყოფ ოთხ ჰიდროსადგურს. ასევე, ფლობს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სადგურებს, მათ შორისაა კასპის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც 80 მგვტ დადგმული სიმძლავრისაა.საქართველოს კაპიტალის ბაზარზე კომპანიამ $80 მლნ-ის ობლიგაციები 2022 წელს განათავსა. ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციები იყო. bp.ge 

ვაჭრობის პირველ კვირაში ენერგეტიკულ ბირჟაზე ტრანზაქცია არ შემდგარა

2024 წლის 1 ივლისს დღით ადრე ბაზარზე პირველი აუქციონი ჩატარდა. პირველი კვირის განმავლობაში 6 მონაწილე დარეგისტრირდა.ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღით ადრე ბაზარზე, საათობრივად, შეთავაზებული იყო როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის განაცხადები. დღიურ ბაზარზე კი, მონაწილეებმა, მხოლოდ ცალკეულ დღეებში სცადეს ელექტროენერგიის გაყიდვა.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პირველი კვირა მონაწილეებისთვის ვაჭრობის ახალი შესაძლებლობების გამოცდის პერიოდი იყო. ბირჟის ოპერატორი აკვირდებოდა მცირე ცვლილებებს შეთავაზებების სტრატეგიებში, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ივლისში ფასის ცვლილების მოლოდინს.რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდებას, სენბ-ის ცნობით, პირველი კვირის განმავლობაში აგრეგირებული მოთხოვნის რაოდენობა განსხვავდებოდა როგორც დღის ჭრილში საათობრივად, ასევე კვირის ჭრილშიც დღეების მიხედვით. ყველაზე მაღალი აგრეგირებული მოთხოვნა, 57 მგვტ.სთ, დაფიქსირდა 6 ივლისის 19:00-20:00 მიწოდების პერიოდისთვის.პირველი კვირის განმავლობაში, ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დღეების მიხედვით.მაქსიმალური აგრეგირებული მიწოდება, 20.6 მგვტ.სთ, დაფიქსირდა 6 ივლისის მიწოდების დღის 09:00-22:00 პერიოდში.მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობისგან განსხვავებით, ძალიან მცირედით იცვლებოდა განაცხადების ფასები. ელექტროენერგიის მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა პირველი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა - ისინი მზად იყვნენ 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიაში გადაეხადათ 122.75 ლარი (12.275 თეთრი/კვტ.სთ). ელექტროენერგიის გამყიდველების მხრიდან არის შეთავაზებული ფასის მცირედით შემცირების დინამიკა. 2024 წლის 6 ივლისის მიწოდების დღისათვის ელექტროენერგიის მცირე რაოდენობა შეთავაზებული იყო კვირის ყველაზე დაბალ ფასად - 126 ლარი/მგვტ.სთ (12.6 თეთრი/კვტ.სთ).მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის როგორც ყიდვის, ისევე გაყიდვის სურვილი მონაწილეთა მხრიდან, ვაჭრობის პირველ კვირაში დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ტრანზაქცია არ შემდგარა. პირველი კვირის განმავლობაში, თითოეული საათისათვის მყიდველების გადახდისთვის მზადყოფნა ნაკლები იყო გამყიდველების მიერ შეთავაზებულ მინიმალურ ფასზე.

სხვა სიახლეები