Tag Archives: #ფასები

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2023 წლის 3 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.17 (-   0.67)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.88   (-   0.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC+-ის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს ნავთობის მოპოვების დონის შენარჩუნებას

შეხვედრის შემდეგ OPEC+-ის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ალიანსს ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონის შეცვლაზე რეკომენდაცია არ მისცეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სამთო გეგმის მიმართ, რომელიც შეთანხმებული იყო 2022 წლის 5 ოქტომბერს. შემდეგი სხდომა 2023 წლის 3 აპრილს არის დაგეგმილი.

Read More »

Tesla-მ IV კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება დააფიქსირდა და შემოსავალი 37%-ით გაზარდა

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla Inc-მა დააფიქსირა რეკორდული წმინდა მოგება 2022 წლის მეოთხე კვარტალში და მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავალი. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, წმინდა მოგება ოქტომბერ-დეკემბერში 3,69 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2,3 მილიარდი დოლარიდან. მოგება აქციაზე გაიზარდა $0.68-დან $1.07-მდე. Tesla-ს კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 37%-ით 24,3 მილიარდ დოლარამდე. მთელი 2022 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა და შეადგინა 12,6 მილიარდი ...

Read More »

Deloitte ეკონომიის მიზნით ოფისებში ტემპერატურას 2 გრადუსით ამცირებს

საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა Deloიtte დიდ ბრიტანეთში ეკონომიისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით, ოფისებში 2 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას. კომპანიის განცხადებით მის ოფისებში, ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირება დეკემბერში 75,000 ფუნტის ეკონომიას მოიტანს. Deloitte-მა ბრიტანეთში 23000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ოფისები ახლა 19-დან 22C-მდე გათბება. Financial Times-ის ინფორმაციით, Deloitte-მა  ტემპერატურა შეამცირა ევროპის  სხვა ოფისებშიც. წყარო: gbc.ge

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,39 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ენერგეტიკული ბაზრის გახსნას შესაძლოა ფასების ზრდა გამოეწვია – დავით ნარმანია

ბაზრის გახსნას შესაძლოა ფასების ზრდა გამოეწვია — ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა.  მისი თქმით, მარეგულირებელმა შეძლო 2022 წელი ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდის გარეშე გადაეტარებინა. „2022 წელი განსხვავებული იყო. საომარმა მოქმედებამ ბევრი რამ შეცვალა, დიდი გავლენა იქონია მიწოდების შეზღუდვაზე და შესაბამისად ფასებზეც. ამ ყველაფერმა ტარიფების გადახედვისკენ უბიძგა ჩვენს კოლეგა მარეგულირებლებს. ზოგიერთ ქვეყანას ფასების ზრდა მოუწია. საქართველო ვინაიდან პირდაპირ ენერგეტიკულად ბმული ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 2,1 ათასი ტონით ანუ 2%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (107 ათასი ტონა) შედარებით.   მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი ...

Read More »

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული ზომა მიმართულია ევროკავშირში ენერგოკრიზისის დაძლევისკენ. კერძოდ, მინისტრები შეთანხმდნენ, შეზღუდვა აამოქმედონ, თუ სამი დღის განმავლობაში მეგავატი საათის ფასმა 180 ევროს გადააჭარბა. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ენერგორესურსების რეკორდულად მზარდი ფასებისგან“, – განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინდუსტრიის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ. გაზის ზღვრული ფასი შესაძლოა, 2023 ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა  – 0,05 – 1,61 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირდა  – 0.08 – 1,73  ევროთი/ლიტრაზე.  ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ საბერძნეთში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 29 ნოემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.63 (-  1.78)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.28 (-  1.66)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Menu Title