Tag Archives: ქართული კომპანია

გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

2016 წლის იანვარში, გარდაბანში 3 მგვტ სიმძლავრის ბიო-თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, ქართულმა კომპანიამ, ალტ ენერჯიმ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს. წინასწარი მონაცემებით, ბიო-თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 25.9 მლნ.კვტ იქნება. გარდაბნის ბიო-თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ექსკლუზიურად ქართულ ბაზარზე დარჩება. ბიო-თბოსადგური ელექტროენერგიას უმეტესწილად ბიომასისა და კომპოსტის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს. წყარო: ენერგოპლატფორმა

Read More »
Menu Title