Tag Archives: რეაბილიტაცია

ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, თეთრიწყაროს, წალკის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის რაიონის მცხოვრებელების ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:30-დან 15:00 საათის შუალედში, ეტაპობრივად, 30-30 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11 129 აბონენტს თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში, 15602 აბონენტს ახალქალაქის, 7725 აბონენტს ნინოწმინდის, 3793 აბონენტს ასპინძის, 16901 აბონენტს ახალციხისა და 5482 აბონენტს ადიგენის რაიონებში. ”სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, უმჯობესდება ქსელის ...

Read More »
სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალია და მსაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 ავტომობილი გადაადგილდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, ტრანსპორტსა და მგზავრებს. ...

Read More »
ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს. მათივე განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაშმის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი. სოფელი ხაშმის წყალუზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნიკალური ჯიშის ყურძენი – ხაშმის საფერავი მოდის. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში დასრულდება. საქართველოს მელიორაციის ...

Read More »
დმანისში 8,4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დმანისში 8,4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღნიშნული მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება) გადის და 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამორტიზებულ გზაზე ასფალტი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, ...

Read More »
თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია. თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, ...

Read More »
მახათაზე გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მახათაზე გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები: გზის გაფაროების მიზნით, მოიჭრა 8840 კბ.მ მთის ფერდობი, მოიჭრა და მოსწორდა მიწის გრუნტი, დაიყარა და მოსწორდა ფრაქციული ქვა-ღორღი, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ბორდიურების მოწყობა. სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აშენებს. პროექტის მიხედვით, ...

Read More »
თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება, ამჟამად გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა ...

Read More »
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე (პირველი ლოტი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა. როგორც “ინტრეპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სამტრედია–გრიგოლეთის ტერიტორია ჭარბწყლიანი ნიადაგით ხასიათდება, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნოლოგია გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟების მოთავსებას ითვალისწინებს, რაც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს და მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს. ...

Read More »
ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.  “ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია. ...

Read More »
ბექა მიქაუტაძე: გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა

ბექა მიქაუტაძე: გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დიღომში, ცენტრალურ მილზე მომხდარი დაზიანების კომენტირებისას განაცხადა. მომხდართან დაკავშირებით გამგებლის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე ფაქტია საბურთალოს რაიონში, როდესაც ცენტრალური მილის დაზიანება დიდ ზარალს იწვევს. ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სანიაღვრე არხი, ...

Read More »
Menu Title