Tag Archives: #რუსეთი

ევროპული ქვეყნები შეშფოთებულნი არიან, რომ მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეწყვიტოს

ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შეშფოთება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების რისკს ზრდის იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ასეთი სანქციები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, დასავლელი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან ომის თავიდან აცილების სურვილში და ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მას მასშტაბური ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შესაძლებელია

რუსეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ამ დღეებში განაცხადა, რომ მოსკოვი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირების კუთხით გეგმა „ბ“-ს არ ცნობს, და პროცესს გეგმის მიხედვით მიყვება. როდესაც მას დაუსვეს კითხვა მილსადენის ლიცენზირებაზე უარი თქმის შესაძლებლობაზე, მისი პასუხი იყო „ასეთი ვარიანტი არ განიხილება“. „ჩვენ ვთვლით, რომ მილსადენი სერტიფიცირებისთვის დადგენილი განრიგის მიხედვით ამუშავდება“, – განაცხადა ნოვაკმა. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით რუსული გაზის გერმანიის გავლით ...

Read More »

“გაზპრომმა“ უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ტრანზიტი სამჯერ შეამცირა

იანვრის დასაწყისში რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა სლოვაკეთის მიმართულებით სამჯერ შემცირდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკეთის გაზის გადამცემ ოპერატორ Eustream-ზე დაყრდნობით იუწყება. 2021 წლის 31 დეკემბერს  83,8 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა.  2022 წლის 1 იანვარს მაჩვენებელი 49,5 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა. 2 იანვარს – 35,5 მლნ კუბურ მეტრამდე.  ხოლო 3 იანვარს – 26,1 მლნ კუბურ მეტრამდე. საერთო ჯამში, 2021 წელს, საშუალო დღიური ამოტუმბვის ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. მილსადენი დამტკიცებას გერმანიისა და ევროკავშირისგან ელის, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ ნახევარში მიღებული არ იქნება. აღნიშნული პროექტი ძალიან საკამათოა. მისი კრიტიკოსები შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და პოლონეთში აცხადებენ, რომ 1234 კილომეტრიანი მილსადენი რუსეთის ბერკეტებს ევროკავშირის ქვეყნებზე გაზრდის. მოსკოვი ...

Read More »

რუსეთი 2022 წელს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამუშავებას ელოდება

რუსეთში მიაჩნიათ, რომ ახალი გაზსადენი, ჩრდილოეთის ნაკადი 2 სერთიფიირებას 2022 წელს მიიღებს და მუშაობას დაიწყებს. განცხადება ამის შესახებ კრემლში რუსეთის ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთს სხვა მოლოდინები არ აქვს. კითხვაზე, თუ მილსადენის სერთიფიცირება არ მოხდება, აქვს თუ არა რუსეთს ალტერნატიული გეგმა, ნოვაკი ამბობს: „ჩვენ არ განვიხილავთ ასეთ ვარიანტებს და გვჯერა, რომ ის ამოქმედდება სერტიფიცირებით განსაზღვრული ვადების ...

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტის გაჩერებას არ გამორიცხავს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრი რობერტ ჰაბეკი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხების კანონის მიხედვით გადაჭრის მომხრეა. ამასთანავე, ვიცე-კანცლერი უკრაინის გამო ამ პროექტის გაჩერებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ვიცე-კანცლერის თქმით, ფედერალური მთავრობა გაზსადენის სერტიფიცირების პროცესში არ უნდა ჩაერიოს. ამასთანავე, ის უკრაინის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო პროექტის გაჩერებას არ გამორიცხავს. „პოლიტიკის სათავეში პოლიტიკური საკითხები უნდა იყოს. მათი ანალიზი საგარეო პოლიტიკისა ...

Read More »

რუსეთის პრეზიდენტი ევროპაში გაზის გაძვირებას გერმანიას აბრალებს

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ გერმანია რუსული გაზის პოლონეთისთვის და უკრაინისთვის გადაყიდვას ეწეოდა იმის ნაცვლად, რომ ევროპის გადახურებულ ბაზარს დახმარებოდა. მან იქვე დაამატა, რომ ევროპის გაზის ფასის კრიზისის გამო, მოსკოვი არ უნდა დაადანაშაულონ. ამ კვირაში, გაზის მიმდინარე ევროპულმა ფასებმა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. რუსეთის განმარტებით, “იამალის” მილსადენმა, რომელიც რუსულ გაზს, ჩვეულებრივ გერმანიაში სახლების გასათბობად და ელექტრო გენერაციისთვის ...

Read More »

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული ნავთობკომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრანსუა ფიონი დამოუკიდებელი დირექტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი 2021 წლის ივლისიდან არის ასევე კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. „სიბური“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანიაა. ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის ...

Read More »

“გაზპრომი” ევროპას აშანტაჟებს – სერგეი მაკოგონი

უკრაინამ, საწვავის ტრანზიტის გაზრდაზე უარის თქმის გამო, “გაზპრომი” ევროპის შანტაჟში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს. უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელმა, სერგეი მაკოგონმა, 20 დეკემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით რუსეთი გერმანულ-რუსული საკამათო გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების დაჩქარებას ცდილობს. „ევროკავშირში გაზის ზედმეტად მაღალი ფასების (1800 დოლარი ათას კუბურ მეტრზე), ხელმისაწვდომი უფასო სატრანზიტო სიმძლავრეებისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებების ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სერტიფიცირება მომავალი წლის პირველ ნახევარში არ მოხდება

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენის საბოლოო ლიცენზიის გაცემა სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნაწილში არ მოხდება. ამის შესახებ გერმანიის ენერგო-რეგულატორი აცხადებს. „ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს. რეგულატორის თქმით, მათ არ მიუღიათ საკმარისი დოკუმენტაცია, რათა ხელახლა დაიწყონ სერტიფიცირების პროცესი. „გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული შემდეგი წლის პირველ ნაწილში“, – განაცხადა ჯოხენ ჰომანმა, რეგულატორის ხელმძღვანელმა. ...

Read More »
Menu Title