Tag Archives: #სადენი

ჯეიჰანის პორტში აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება აღდგა

თურქეთის ჯეიჰანის ტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად ტანკერებში ჩატვირთვა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას BP Azerbaijan ავრცელებს, რომელიც აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის საბადოების განვითარების ოპერატორია, საიდანაც ნავთობი ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ჯეიჰანის პორტს მიეწოდება. სააგენტო Report გასულ კვირას წერდა, რომ ჯეიჰანიდან ნავთობის ჩატვირთვები ბთჯ-ის მილსადენის თურქული მონაკვეთისა და ჯეიჰანის ტერმინალის ოპერატორმა კომპანია Botas International Limited-მა (BIL) მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა. მიზეზად ...

Read More »

სამხრეთის გაზის დერეფანმა, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაამტკიცა – რუმინეთის პრეზიდენტი

სამხრეთის გაზის დერეფანმა (SGC) მისი ექსპლუატაციიდან გასული ორი წლის განმავლობაში, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოდ დაამტკიცა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს. „ეს დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ამ დროს, როდესაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მკვეთრად შეცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ამ ფონზე ევროკავშირმა და ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა

საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა – ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

თურქეთი, ტრანსანატოლიური გაზსადენის სიმძლავრის გაზრდას განიხილავს

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) სიმძლავრის გაზრდა მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბრიფინგზე განაცხადა. ფატიჰ დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. „თურქეთი არა მხოლოდ დაფარავს საკუთარ ენერგეტიკულ საჭიროებებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, – დასძინა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი: „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბისვილის თქმით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. „მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება ...

Read More »

შვედეთის პროკურატურა – „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია ასაფეთქებლის კვალი

გამოძიებამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებული მონაკვეთების ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ შვედეთის პროკურატურაში განაცხადეს. „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მილსადენებზე ოთხ ადგილას დაზიანების მიზეზებს შვედეთისა და დანიის ხელისუფლებები იძიებენ. გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ. როგორც გასულ თვეს დანიის პროკურატურამ განაცხადა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ...

Read More »

Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების” შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი ...

Read More »

პრემიერი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ბევრი კომპანიაა დაინტერესებული

პრემიერის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტზე ევროკავშირთან საუბარი მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული. “ევროკომისარი ვარჰეი, როცა იყო ჩამოსული შარშან, სწორედ მას შევთავაზეთ ერთ-ერთ პროექტად შავი ზღვის კაბელის პროექტი. „პრე-ფიზიბილითი“ დასრულებულია, „ფიზიბილითი“-ზე გადავა ახლა სამინისტრო და ამის შემდეგ უნდა ვნახოთ, ინტერესთა გამოხატვა უნდა გამოვაცხადოთ, ძალიან ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით მუშაობა იქნება გააქტიურებული,“- განაცხადა ირაკლი ...

Read More »

Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ის ერთ-ერთმა საოპერაციო კომპანია Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანია შვეიცარიაში მდებარეობს. ამის შესახებ ინტერფაქსი გამოცემა Stuttgarter Zeitung-ზე დაყრდნობით იუწყება. „დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გამო კომპანია Nord Stream 2 გაკოტრების პირას არის. მომდევნო რამდენიმე დღეში კომპანია შვეიცარიის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადს შეიტანს“ – განაცხადა Nord Stream 2 AG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მატიას ვარნიგმა. 22 თებერვალს გერმანიის ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილში დაიწყება

საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. თითქმის ერთწლიანი სატენდერო პირობების შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აპრილში პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. მანამდე კი გამოვლინდება კომპანია, რომელმაც საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის მომგებიანობა უნდა შეისწავლოს. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურების დასრულების პროცესი მიმდინარეობს. „გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ჩაატაროს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც 2022 წლის აპრილში ...

Read More »
Menu Title