"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უდიდეს როლს შეასრულებს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციაში"

საქართველოში დაგეგმილია ბიოსაწვავის რეგულირება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული

"ტრანსკასპიური და კავკასიური მწვანე დერეფნის ენერგეტიკული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის"

მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

ელექტროენერგია
ელექტროენერგიის გენერაციის 83.5% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - კვლევა

2024 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 1.5%-ით გაიზარდა და 11.4 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის გენერაციაში უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა და საანგარიშო პერიოდში 83.5% შეადგინა.„ჰიდრო გენერაცია წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 9.5 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 83.5% შეადგინა. ზრდა გამოწვეული იყო ამ წლის სახარბიელო ჰიდროლოგიით და მარეგულირებელი სადგურების ოპტიმალური მუშაობით“, - აღნიშნულია კვლევაში.გენერაციაში 16% თბოელექტროსადგურებს ეკავა. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის სადგურების გამომუშავება წლიურად 20.3%-ით არის შემცირებული. კვლევის მიხედვით, კლება ჰიდრო გენერაციის ზრდითა და ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული.ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია წელს 9 თვეში მხოლოდ 1%-მდე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 9.2%-იან კლებას აჩვენებს.შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქარის, მზის და 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდრო ელექტროსადგურები შესაძლოა, გათავისუფლდნენ წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ახალი განახლებადი წყაროების აღმოჩენას და განვითარებას.

9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგია ენგურჰესმა გამოიმუშავა

2024 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა ენერგეტიკულმა ობიექტებმა სულ 11.35 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით მეტია.ელექტროენერგიის გამომუშავების სტატისტიკის თანახმად, წელს საქართველომ უფრო მეტი განახლებადი ენერგია მოიხმარა, ვიდრე 2023 წელს. სტატისტიკის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება წელს 7%-ით, ანუ 634 მილიონი კილოვატ საათით, 9.5 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 460 მილიონ კილოვატზე მეტად, ანუ 20%-ით იკლო თბოელექტროსადგურების გენერაციამ, რადგანაც გაზრდილი ჰიდრო გამომუშავების ფონზე იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების სრული დატვირთვით ამუშავება საჭიროებას არ წარმოადგენდა.სემეკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია "ენგურჰესმა" გამოიმუშავა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 1,300 მეგავატს შეადგენს. ამასთანავე, ენგურის სისტემის ნაწილია “ვარდნილჰესების კასკადიც”, რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს. 2024 წლის 9 თვეში ენგურჰესმა 3.07 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლიურად 0.6%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციაზეა ვარციხეჰესი 724 მილიონი კილოვატ საათის გამომუშავებით, მესამე პოზიციაზე კი ვარდნილჰესების კასკადი 626 მილიონი კილოვატ საათის გამომუშავებით

„რომელი ფაქტორები შეუწყობს ხელს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას 2030 წლისთვის“ - დავით ნარმანიას განმარტება

საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ წარმოებული ელექტროენერგია სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, ხოლო დარჩენილი ნამატი ექსპორტზე გავა, რაც საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. მთავრობის აღნიშნულ გეგმას აფასებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.„სავსებით შესაძლებელია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. პირველ რიგში, ქვეყანამ შეცვალა დამოკიდებულება ენერგიის შიდა წარმოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დაახლოებით 2 წლის წინ დამტკიცდა ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მხარს უჭერს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებას. მათ შორის, საუბარია, ჰიდროენერგიაზე, ასევე ქარისა და მზის ენერგიაზე. აქედან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი აუქციონი, სადაც 1 000 მეგავატზე მეტი ახალი სიმძლავრე უკვე დაკონტრაქტებულია მთავრობის მიერ ხელშეწყობის მექანიზმებით, ან მიმდინარეობს უშუალოდ პროცესი ფასთან შორის სხვაობის კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით. მეორე ფაქტორი  არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დაბალი გადასახადები, თავისუფალი ბიზნესს გარემო და  მარტივი ადმინისტრაციული პროცესები. შესაბამისად, ინვესტორების ურთიერთობა მთავრობასთან არის ძალიან მარტივი. ისინი ინტერესდებიან ენერგეტიკის სექტორით, ვინაიდან მოთხოვნა ენერგიაზე არსებობს, არსებობს მთავრობის ხელშეწყობა და ასევე გვაქვს თავისუფალი ბიზნეს გარემო. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2030 წლისთვის იქნეს სრულად დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოთხოვნა და ქვეყანა გახდეს ნეტო ექსპორტიორი. ამასთან, ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დასრულდეს შავი ზღვისქვეშა კაბელის მშენებლობა, რითაც დამატებით ჩნდება საკმაოდ დიდი ბაზარი ევროპის სახით“. - აცხადებს დავით ნარმანია.

"საჭიროა ხელშეწყობა, რომ ჰიდროში არსებული მემორანდუმები სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს" - მაია მელიქიძე

ჩვენ გაფორმებული გაქვს მემორანდუმები, მაგრამ მშენებლობის ეტაპი ჰიდროს მიმართულებით არ გვაქვს წარმატებული - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.მისი თქმით, საჭიროა ხელშეწყობა, რათა ის მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია, უკვე სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გამოსავალი არ იარსებებს, გარდა იმპორტირებული ელექტროენერგიით ჩანაცვლებისა, რაც სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას.„მით უმეტეს, მაშინ იქნება ეს პრობლემა, როდესაც საბალანსო ბაზარი ამოქმედდება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი კომპანიებისთვის. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს - როდესაც სრულად დაიწყებს ბაზარი ფუნქციონირებას, შემთხვევით არ წავაწყდეთ ისეთ გამოწვევებს, რომელიც სერიოზულ ზარალს გამოიწვევს კომპანიებში“ - ამბობს მაია მელიქიძე.მისივე თქმით, ის, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელება არ იწყება, ძირითადად ბიუროკრატიას უკავშირდება.„ინვესტორთა ძალიან დიდ ნაწილს უკვე მობილიზებული აქვს თანხა და ისინი აწყდებიან ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსულ ნეგატიურ დამოკიდებულებას და ამასთან, ელოდებიან მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ინვესტორს ძალიან სჭირდება მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ვინაიდან, სახელმწიფოს მიმართ რა თქმა უნდა, ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე, ვთქვათ, უცხო ინვესტორის მიმართ“ - ამბობს მაია მელიქიძე „ბიზნესპარტნიორთან“.ამასთან, მისივე თქმით, სექტორს დიდი იმედი აქვს, რომ ის ტარიფი, რომელიც მეორე CFD აუქციონის ფარგლებში დადგინდა, მეტი მზის და ქარის ელექტროსადგურის აშენების შესაძლებლობას შექმნის.„თუმცა, ჰიდროში არ არის სახარბიელო ტარიფი. პირდაპირი გზით ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შემდეგ მე არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს მესამე CFD აუქციონის ჩატარების საჭიროება “ - განმარტავს მაია მელიქიძე.

სხვა სიახლეები