Tag Archives: #საწვავი

„ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ნავთობმოპოვება 30%-ით უნდა შემცირდეს და ფასი გაიზარდოს

რუსეთში ნავთობის მოპოვება 20-30%-ით, დღეში 10 მილიონიდან 7-8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ „ლუკოილის“ თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ფედუნი თავის სტატიაში წერს, რომელიც RBC-მ გამოაქვეყნა. მისი თქმით, 7 ბარელი ნავთობის 80 დოლარად გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 ბარელის 50 დოლარად გაყიდვაა. ფედუნის შეფასებით, რუსეთისთვის აზრი არ აქვს იმაზე მეტი ნავთობის წარმოებას და ექსპორტს, ვიდრე ეს „აუცილებელია დინამიური ეკონომიკური ...

Read More »

აშშ–ში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

ბენზინის საშუალო ფასმა შეერთებულ შტატებში პირველად მიაღწია $4,6-ს გალონზე. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემები აჩვენებს, რომ საწვავის საშუალო ფასმა შაბათს მიაღწია 4,60 დოლარს გალონზე, რაც ახალი რეკორდია და 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ფასები კვლავ მაღალია დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საშუალო ფასი 6,109 აშშ დოლარია კალიფორნიაში და 5,224 აშშ დოლარი ვაშინგტონის შტატში. წყარო: “კომერსანტი”

Read More »

მსოფლიოში გაძვირების ახალი ტალღა აგორდა, დარჩა თუ არა რესურსი, რომ საქართველოში საწვავი კიდევ გაიაფდეს?

საქართველოში ჯერ კიდევ მსჯელობენ საწვავის დამატებითი გაიაფების შესახებ, ამ დროს კი მსოფლიოში ვითარება მკვეთრად უარესობისკენ შეიცვალა. როგორც ჩანს, გაძვირების ტენდენციას უკვე ვერაფერი აბალანსებს და ნავთობპროდუქტები ფასები ისევ პიკისკენ დაიძრა. ასეთ ვითარებაში დარჩა თუ არა რესურსი, რომ საქართველოში საწვავი კიდევ გაიაფდეს? რამდენიმე დღის წინ საწვავის ფასის შემცირების მიზეზად ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ბაზრის დივერსიფიკაცია დაასახელა. როგორც პარლამენტში გამოსავლისას დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ, კონკურენციის ეროვნულ ...

Read More »
ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

რომელი კომპანიები მოიხმარენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას საქართველოში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის 4 თვეში ქვეყანაში პირდაპირმა მომხმარებლებმა 1.3 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 931 მილიონ კვტ.სთ-ზე, 43%-ით მეტია. პირდაპირ მომხმარებლებს შორის არიან კრიპტობიზნესით დაკავებული კომპანიებიც – მათგან ყველაზე მეტი, 130.9 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია წელს „ბი ეფ დი სიმ“ (Bitfury Georgia) მოიხმარა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 119.1 მლნ კვტ.სთ-ზე, 9.9%-ით ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რატომ ღირს საწვავი უფრო ძვირი ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ არაბრენდულ სადგურებს გააჩნიათ საფასო უპირატესობა ბრენდირებულ სადგურებთან მიმართებით. რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აღნიშნულის მიზეზებზე არაბრენდული ქსელის ,,ბიოლის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. რუსუდან რამაზაშვილი ამბობს, რომ მიზეზს დიდი ქსელების საოპერაციო ხარჯები წარმოადგენს, რაც მათ არ აქვთ. „კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში, ძირითადად საუბარი იყო ბრენდულ ბენზინ გასამართებზე. მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ მცირე, არაბრენდულ ქსელს, რომლებთან დაკავშირებითაც არ ყოფილა ...

Read More »

ბელორუსიაში ევროპულ ტვირთგადამზიდებს საწვავს უფრო ძვირად ჩაუსხამენ

ევროკავშირში რეგისტრირებული სატვირთო მანქანები ბელორუსულ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ გარკვეული მარკის დიზელზე და სპეციალურად დაწესებულ ფასად შეძლებენ საწვავის შევსებას. ამის შესახებ კონცერნი „ბელნეფტეხიმი“ იტყობინება. ცნობილია, რომ 20 მაისიდან 12 სასაზღვრო ბენზინგასამართი სადგური დიზელის საწვავს მაღალ ფასებში გაყიდის. საუბარია ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის რეალიზაციაზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განთავსებულია საგუშაგოებზე და მისაბმელიანი ტვირთის გადატვირთვის დაწესებული ადგილებისთვის. ევროპული ნომრებით სატვირთო მანქანებისთვის ამიერიდან მხოლოდ გარკვეული ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როდიდან გაიაფდება საწვავი – კონკურენიის სააგენტო სავარაუდო თარიღს ასახელებს

„არაბრენდულმა ქსელებმა შეამცირეს ფასი, პრობლემა მსხვილი ბენზინგასამართი სადგურებია. თუ ადექვატურები იქნებიან კომპანიები, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მათ აქვთ რესურსი ფასების, 15-20 თეთრით დარეგულირების“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ, საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას, გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“. მისივე ინფორმაციით, აქტიური შეხვედრების შედეგად ბიზნესი აღიარებს, რომ არსებობდა შესაძლებლობები კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარების, რაც არ გამოიყენეს, უახლოეს ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან, როგორც ბენზინიდან ასევე დიზელიდან, 90 თეთრიდან 1 ლარამდე თანხა ბიუჯეტში აქციზისა და დღგ-ს სახით ირიცხება. აქციზის თანხა ფიქსირებულია, დღგ კი ფულად გამოსახულებაში საწვავის თვითღირებულებასთან ერთად იზრდება. „ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები“. ბენ ფრანკლინის მიერ XVIII საუკუნეში ნათქვამი ეს ფრთიანი ფრაზა XXI საუკუნეშიც აქტუალურია. ჯერჯერობით არც უკვდავების წამალი გამოუგონიათ და ...

Read More »

აშშ ევროპას რუსულ ნავთობზე ემბარგოს ნაცვლად, გადასახადების დაწესებას სთავაზობს

აშშ აპირებს ევროპის ქვეყნებს შესთავაზოს რუსულ ნავთობზე გადასახადების დაწესების იდეა, როგორც ემბარგოს ალტერნატივა, – იუწყება Reuters. სააგენტოს ცნობით, გადასახადების შესაძლო შემოღების მექანიზმი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვებას, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში შესული საექსპორტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ხსენებული გეგმის შეთავაზებას G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს, მიმიდინარე კვირაში. რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვება, სააგენტოს ცნობით, ასევე თავიდან ააცილებს ევროპას ნავთობზე ფასების ...

Read More »

ამერიკამ ვენესეულურ ნავთობს გზა გაუხსნა, მსოფლიოში გაიაფებას ელიან

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აშშ იმ დისბალანსის შევსებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიდოების მიმართულებით არსებობს. რა ცვლილებებს შეიძლება დაედოს საფუძველი და მოახდენს თუ არა საქართველოზე გავლენას ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება? მალე კომპანიებს ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალება მიეცემათ, ხოლო უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია “შევევრონს” უფლება ეძლევა ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVშA-სთან მოლაპარაკების აწარმოოს და ბიზნესშეთანხმებასაც ...

Read More »
Menu Title