Tag Archives: #სოკარი

”სოკარ გაზის” დირექტორი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას გაზის დაგროვების ან გაზთან დაკავშირებული მოწყობილობის მიზეზით, გამორიცხავს

ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ბუნებრივი აირის მიწოდება დილით 10 საათზე შეწყდა. ვახტანგ ბერიშვილის თქმით, ეს იყო გეგმიური გათიშვა, რომლიც კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს უაკვშირდებოდა. ბერიშვილი ამბობს, რომ გაზის მიწოდება გრაფიკის მიხედვით, 16:00 საათზე უნდა აღედგინათ და ამის შესახებ მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ. გათიშული იყო დაახლოებით 100 აბონენტი.

Read More »

„სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” 3-მილიონიანი სპორტული კომპლექსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

სოკ სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის,  გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა” სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა.  მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კომპანია „სოკარის” ინვესტიციების მნიშვნელობას ...

Read More »

კომპანია „სოკარის“ ინიციატივა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია „სოკარს“ პანდემიის დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის თანამშრომლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. #ვაქცინაგვიცავს – ამ ჰეშთეგის ფარგლებში უკვე არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რომელთაც დღეიდან „სოკარის“ ინიციატივაც დაემატება. 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე, კომპანია „სოკარის“ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია კოვიდ პასპორტის ასლი სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნოს და 1 000 ლარის მოგების შანსი მიიღოს. გათამაშება 15 ოქტომბერს შედგება და 45 გამარჯვებული გამოვლინდება. ...

Read More »

SOCAR-ის დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგები გაიზარდა

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ბუნებრივი აირის მარაგის მთლიანი მოცულობა  2%-ით გაიზარდა და 101 მილიარდ 449 მილიონი ტონა შეადგინა. SOCAR-ის მდგრადი განვითარების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დადასტურებული და დაუმუშავებელი გაზის მარაგი 50 მილიარდ 401 მილიონ ტონას აღწევს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8.5%-ით ნაკლებია, SOCAR–ის მდგრადი განვითარების ანგარიში ამერიკული საკონსულტაციო კომპანია DeGolyer–ისა და MacNaughton–ის მიერ ...

Read More »

2020 წელს, SOCAR–ის შემოსავლებმა უკრაინაში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა

2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის (SOCAR-ის შვილობილი კომპანია) შემოსავლებმა უკრაინაში განხორციელებული ოპერაციებიდან 402.7 მილიონი დოლარი შეადგინა. „ინტერფაქს ზერბაიჯანის“ ცნობით, აღნიშნული მოცმეულია SOCAR–ის 2020 წლის “მდგრადი განვითარების ანგარიშში”. 2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის შემოსავლებმა 684.581 მილიონი მანათი (6.2%-იანი შემცირება) შეადგინა, საოპერაციო ხარჯებმა – 574.848 მილიონი მანათი (12.7%-იანი შემცირება), სახელმწიფო გადახდებმა – 1.955 მილიონი მანათი (50.3%-იანი შემცირება). “ხელფასები, სოციალური პროგრამები და ბონუსები ...

Read More »

SOCAR შვეიცარიაში მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

კომპანიები Alpiq, EW Höfe და SOCAR Energy Switzerland ფროიენბახში 10 მგვტ სიმძლავრის ელექტროლიზის ქარხნის აშენებას  გეგმავენ. კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, ქარხანა ექსპლუატაციაში  2022 წლის ბოლოსთვის შევა და დასრულებისთანავე იგი წელიწადში დაახლოებით 1000-1200 ტონა მწვანე წყალბადს გამოიმუშავებს, რათა  ნულოვანი ემისიების გამოყოფა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ნარჩენების სითბო მიეწოდება ახლადშექმნილ რეგიონულ გამათბობელ ქსელს. ამ გზით, ქარხანა შექმნის ახალ სტანდარტებს საერთო ეფექტურობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შვეიცარიაში ...

Read More »

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი BP-იმ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია “ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა” კომპანია “სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს” გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. “სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს” ლიმიტედი კი “სოკარის” შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა მილსადენის მფლობელთა განახლებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა, ...

Read More »

SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 8%-ით გაზარდა, ბუნებრივი აირის – 7%-ით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ 1,988 მილიონი ტონა ნავთობი და 1,955 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. ნავთობის მოპოვების აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8%-ით აღემატება, ხოლო ბუნებრივი აირის – 7%-ით მეტია. აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მთლიანი წარმოება 6,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9,953 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,7%-ით, 8,421 ...

Read More »

“სოკარმა” ნავთობის საშუალო გასაყიდი ფასი გამოაცხადა

2021 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში Azeri Light-ის ნედლი ნავთობის საშუალო სარეალიზაციო ფასი, CIF პირობებით, 65,43 აშშ დოლარი იყო – განუცხადა “ინტერფაქს-აზერბაიჯანს” SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა. ”2021 წლის პირველ ნახევარში ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის საშუალო გსაყიდმა ფასმა 65,43 დოლარი შეადგინა CIF-ის პირობებით”, – აღნიშნაა აჰმადოვმა. მან ასევე დაამატა, რომ 2020 წლის ამავე პერიოდში, ბარელი აზერბაიჯანული Azeri ...

Read More »

SOCAR-მა 2020 წელი $1,02 მილიარდიანი ზარალით დაასრულა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შემოსავლებმა 2020 წელს 49 მილიარდ 607 მილიონი მანათი შეადგინა, წმინდა ზარალი 1 მილიარდ 734 მილიონი მანათით განისაზღვრა (ამჟამინდელი კურსით 1,02 მილიარდი დოლარი). 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 651 მილიონი მანათი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია კომპანიის 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. SOCAR–ის 2020 წლის ფინანსური საქმიანობის აუდიტი IFRS–ის შესაბამისად ჩაატარა Ernst & Young–მა. 2020 წელს, 2019 წელთან ...

Read More »