Tag Archives: #თურნავა

ნათია თურნავა: ვიწყებთ „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის პროექტის განხორციელებას

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, ვიწყებთ „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის შექმნის პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ როგორც ტურიზმის მიზიდულობის უნიკალური ადგილი. „იცით, რომ წლებია ვამუშავებდით „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ...

Read More »
“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ გენერალური დირექტორი ნათია თურნავას მიმართავს

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ ხელმძღვანელი ზაზა მამულაიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს, მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. „მე დღემდე გახლავართ „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის“ ყველაზე დიდი აქციონერი და კრედიტორი, ასევე ვარ „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის“ გენერალური დირექტორი, სწორედ ეს კომპანია იყო სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების მხარე 1997 წლიდან 2021 წლის მარტამდე, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „გრინ კაპიტალმა“ ...

Read More »

მთავრობა გაზის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს. მინისტრი ვარაუდობს, რომ რეფორმა შეეხება გაზის სფეროდან მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს. “ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატებული მაგალითი, ეს არის სახელმწიფო ელექტრო სისტემა, რომლის რეფორმირება 2018 წლიდან დავიწყეთ და შედეგად ეს საწარმო გამოვიდა გაკონტრების რეჟიმიდან. ახლა ჩვეულებრივ ფინანსურად მდგრად რეჟიმში ფუნქციონირებს. ხდება ამ საწარმოს კორპორატიზაცია, რაც თავის შედეგს გამოიღებს. ...

Read More »

აფბა ნათია თურნავას მიმართავს – გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ენერგოსექტორისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე და   უზრუნველყოს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო ნათია, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ ...

Read More »

ნათია თურნავა ჩინეთის მსხვილი კორპორაციის „Dongfang Electric International Corporation“- ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ...

Read More »

“12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესზე“”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. „ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ 11 ივნისს, ბათუმის ტერმინალის გახსნისას. მინისტრის თანახმად, მედიაციაში ყველა მხარე იქნება ჩართული. „სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი. იმიტომ, ...

Read More »

ნათია თურნავა: მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს. „მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის ...

Read More »

ნათია თურნავა – შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5 მლნ ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში მხარს ...

Read More »

ნათია თურნავა: კატეგორიულად არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორს ხეობა გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე. „მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია – მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ...

Read More »

ნა­თია თურ­ნა­ვა: “ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი – მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს”

ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც და ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი მათ, მაგ­რამ, ამ ეტაპ­ზეც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდი, და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნია ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან ბევრ კი­თხვას, რო­მე­ლიც დღეს და­ის­ვა და ზო­გა­დად არ­სე­ბობს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გა­ვე­ცით პა­სუ­ხე­ბი, – ამის შე­სა­ხებ ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და. „და­ის­ვა კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბი – მა­გა­ლი­თად, ჰე­სის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე ჩვენ­მა ექ­სპერ­ტებ­მა, ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გან­მარ­ტეს, ...

Read More »