Tag Archives: #თურქმენეთი

აშშ თურქმენული გაზის ევროპისთვის მიწოდებას საქართველოზე გამავალი გაზსადენით მოიაზრებს

შეერთებული შტატები თურქმენეთს ევროპისთვის გაზის მიწოდებაში დაემხარება. ამის შესახებ აშხაბადში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხთა ბიუროში, დონალდ ლუმ განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი ჭარბი მარაგის გამო თურქმენულ გაზს არ იყიდის, თუმცა მზად არის, ევროპაში მის ექსპორტს ხელი შეუწყოს. ამ მიზნით ამერიკელი დიპლომატი ოფიციალურ აშხაბადს ტრანსანატოლიის გაზსადენის გამოყენებას სთავაზობს, რომელიც გაზის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი – 2022“ (OGT-2022) განაცხადა. ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარეს ბატირ ამანოვსა და გაზის სახელმწიფო კონცერნის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მთავარ მიზანს ერთობლივი საქმიანობის ორგანიზება წარმოადგენდა, რაც ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში მოპოვებული გაზის მოცულობამ 5,96 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქმენეთში მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მალაის, კერპიჩლის, ბოვრუდეშიკის გაზის საბადოებზე 18 ჭაბურღილი შეკეთდა. ამავდროულად, მაღალი წარმოების მაჩვენებლები მალაის საბადოზე გაზის კომპრესორული სადგურის ამოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

ახალ საბადოზე თურქმენეთს დღეში დამატებით 700 000 კუბური მეტრი გაზის მოპოვება შეუძლია

თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შერეპლის გაზის საბადოზე, დღეში 700 000 კუბური მეტრი სამრეწველო ბუნებრივი აირი იქნა მიღებული. აღნიშნულის  შესახებ Nebit-Gaz-ი იუწყება. “ექსპერტების აზრით, ჭაბურღილის დღიური დებეტი 695 000 კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს შეადგენს. პირველადი წარმოების მსგავსი მოცულობა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ხსენებული საბადო საკმაოდ პერსპექტიულია”, – ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამჟამდ საბურღი სამუშაოები მიმდიანრეობს ასევე ველაიაში და კიდევ ორ ...

Read More »

„თურქმენგაზი“ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას ზრდის

Turkmengas State Concern-მა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოება (იანვარ-ივნისის პერიოდი) გაზარდა. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან წარმოებული პროდუქციის უმეტესობა ექსპორტირებულია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 59400 ტონა LNG აწარმოა. წარმოების ზრდის ტემპმა 31,2 პროცენტი შეადგინა. თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგების მხრივ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა. ახლახან აღმოჩენილი გაზის საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ...

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება მარის ველაიათში ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს. პირველად ბუნებრივი აირის მოპოვება „სერეპლის“ საბადოდან განხორციელდა, რომლის მშენებლობაც მარის ველაიათის სამხრეთით დასრულდა. ჭაბურღილიდან მიღებული ბუნებრივი აირი არ შეიცავს წყალბადის სულფიდს და „სუფთაა“. ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 695 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 83 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »

აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა გაზის მიწოდების შესახებ სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს

აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა გაზის მიწოდების შესახებ სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს. აშხაბადში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად თურქმენეთიდან ირანის გავლით აზერბაიჯანი 1.5 მილიარდიდან, ორ მილიარდამდე კუბურ გაზს მიიღებს. შეთანხმებას ხელი მოეწერა ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების თანდასწრებით აშხაბადში, სადაც მანამდე მოლაპარაკებები გამართეს „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მე-15 სამიტის ფარგლებში.

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქმენული ნავთობის მიწოდება გაიზრდება

აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR და საერთაშორისო ტრიდერი Vitol ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. “SOCAR და Vitol შეთანხმდნენ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელონ BTC მილსადენით. მიწოდება დაიწყება ოქტომბერში” – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. Vitol-ის ...

Read More »
Menu Title