Tag Archives: #უკრაინა

ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს. თავად ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ამ გაზსადენის წინაამღდეგ სანქციების გაფართოვებაზე უარი განაცხადა და ამით „გაზპრომს“ პროექტის დასრულების შესაძლებლობა მისცა. და ეს მაშინ, ...

Read More »
ნაკადი

“ჩრდილოეთის ნაკადი 2–ით პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს”

უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიის, “ნაფტოგაზის” აღმასრულებელი დირექტორი ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ს გეოპოლიტიკური პროექტს უწოდებს. მისი აზრით ამ პროექტით ვლადიმერ პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს. „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი, უირი ვიტრენკო კი აცხადებს, რომ პროექტის შეჩერების შემთხვევაში რეგიონში სტაბილურობა დამყარდება. „ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს შეაჩერებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოება ...

Read More »

უკრაინა “თურქული ნაკადის” გამო კომპენსაციას ითხოვს

კიევი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას ბრიუსელთან, “თურქული ნაკადის” გამო, გაზის “სამხრეთით” ტრანზიტის დაკარგვისგან გამოწვეული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ოქსანა იშჩუკმა, კიევის გლობალური კვლევების ცენტრის „სტრატეგია XXI“-ის დირექტორმა აღნიშნული განცხადება „უკრაინფორმის“ სტატიაში გააკეთა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 ამოქმედდება, ქვეყანას 10-15 წლით ბუნებრივი აირის სტაბილურად მიწოდების გარანტიები დასჭირდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ევროკავშირისგან გარანტიები ...

Read More »

SOCAR New Energy-მ უკრაინულ კომპანიებთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა

SOCAR New Energy-მა, რომელიც უკრაინაში “როსნეფტის”  მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელია, თხევადი გაზის უკრაინულ მოვაჭრეებთან  ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. საერთო ჯამში, SOCAR New Energy უკრაინისათვის თვეში 37,000 ტონა LPG- ის მიწოდებას აპირებს. უკრაინელ კონტრაქტორებს შორისაა ОККО, WOG, «Автотранс», «Надежда», SOCAR Ukraine, «Еврогазгрупп», «БРСМ-Нафта» и КЛО. ხელშეკრულებები  2021 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მოხდა წინა მიმწოდებელ Proton Energy-ის “როსნეფტთან” მუშაობის პირობების გადახედვაც. როგორც ცნობილია, მაისის ...

Read More »

გერმანიამ “Nord Stream-2” შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში როდერიხ კიზევეტერმა თანაპარტიელებს მოუწოდა უფრო კრიტიკულად მიუდგნენ Nord Stream 2-ს მორატორიუმის დადგენაზე იფიქრონ, იუწყება ჟურნალი Der Spiegel. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მშენებარე გაზსადენი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტი და მისი გაშვება უნდა იყოს შეჩერებული. საჭიროების შემთხვევაში, მისი მშენებლობის გაგრძელება მოგვიანებით შეიძლება. “Nord Stream 2, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური პროექტია. რუსეთს სურს უკრაინა ბუნებრივი აირის ...

Read More »

ივნისში SOCAR–მა უკრაინას დაახლოებით 80 000 ტონა დიზელის საწვავი მიაწოდა

SOCAR New Energy- მა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) ერთობლივად დაარსდა, უკრაინისთვის რუსული “როსნეფტის” მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ივნისში 78 300 ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა. ნათქვამია A-95 Consulting Group-ის ანგარიშში. ხსენებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მოცულობიდან 23,4 ტონა გადაეცა SOCAR Energy Ukraine-ს, SOCAR–ის შვილობილ კომპანიას უკრაინაში. გასულ თვეში, Bel Petrol Trading და BRSM-Nafta რუსული დიზელის საწვავის იმპორტიორთა შორის ასევე ...

Read More »

უკრაინულმა კომპანიებმა ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰესის აღდგენის სურვილი გამოთქვეს

უკრაინული კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის აღდგენაში. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პოლტავას რეგიონალური საბჭოს დეპუტატმა, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტმა ევჰენ კორფმა განაცხადა. მისი სიტყვებით, უკრაინულ კომპანიებს შეუძლიათ ყარაბაღში ისეთი სამუშაოების განხორციელება, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტას თუ შეუძლია: „უკრაინაში გენერაციის მსგავს სისტემებს აწარმოებს 2 კომპანია. დსთ-ს სხვა ქვეყნებში მათ აწარმოებს ერთი ბელორუსული და ორი რუსული კომპანია. მსხვილი ...

Read More »

ბაქო და კიევი უკრაინში აზერბაიჯანული გაზის მოცულობის გაზრდას გეგმავენ

Trend-ის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკრაინა-აზერბაიჯანის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემების ოპერატორის” მომხმარებლებთან კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი პროკოფიევმა განაცხადა. ”ჩვენ ვაფასებთ უკრაინისა და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის თანამშრომლობას და დაინტერესებული ვართ მისი განვითარებით”, – აღნიშნა მან. დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკრაინაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია თურქეთის ტერიტორიის გავლით და შემდგომ “ტრანსბალკანეთის მილსადენით”. ...

Read More »

ბლინკენმა გერმანიას მოუწოდა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უკრაინისა და უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკების შესამცირებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენსა და ანგელა მერკელს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანმა და კანცლერმა ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური კოორდინირებული მიდგომის მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი გამოწვევები. მათ ასევე განიხილეს პანდემიის შემდგომი აღდგენა, კლიმატის კრიზისზე რეაგირება და ავღანეთში არსებული ვითარება. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს წინააღმდეგობას Nord Stream 2-ის მიმართ და გერმანიას მოუწოდა, კონკრეტული ...

Read More »

ენტონი ბლინკენი – გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონს ბერლინთან აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება აქვს, მაგრამ გერმანია და აშშ კვლავ ერთად იქნებიან რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახიფათო და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ. „დღეს ვისაუბრეთ უთანხმოების ერთ-ერთ საკითხზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ...

Read More »