Tag Archives: #უკრაინა

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – კონსტრუქციულობით გამართლებული „ხელის ჩაქნევა“ თუ სტრატეგიული ნაბიჯი?

ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს 2015 წლიდან უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ. ეს არის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და ამ შემთხვევაში ერთიანი ევროპის პრინციპი ქვეყანათა განსხვავებულმა პოლიტიკურმა და ფინანსურმა ინტერესებმა გადაფარა. პროექტი, თავისი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავიდანვე აღმოჩნდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წლების განმავლობაში იყო მსოფლიო აქტორებს შორის არაერთი სანქციის, კრიტიკისა და დაპირისპირების საბაბი. პროექტის შედეგებს ...

Read More »
უკრაინა

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ ნავთობისა და გაზის პროექტებში

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ ნავთობისა და გაზის პროექტებში. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანში უკრაინის საელჩომ განაცხადა. შეხვედრას უძღვებოდნენ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკო და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კამალ აბასოვი. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივი თანამშრომლობის დონეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსექტორში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხს. განისაზღვრა შემდგომი სამოქმედო გეგმებიც. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ნავთობის ტრანსპორტირების სფეროში ურთიერთთანამშროლობის გაგრძელების ...

Read More »

რუსეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 ნახსენები არ არის

რუსეთის საფრთხის “მოსაგერიებლად” ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 გაზსადენი ნახსენები არ არის. “რუსეთი ევროკავშირის მეზობელია და უდიდეს ძალად რჩება ევროპასა და მთელ მსოფლიოში”,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოიცავს მოსკოვთან დაძაბულობის ბევრ სფეროს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკურ რეპრესიებს, მრავალ ოპერაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აღმოსავლეთ მეზობლების დესტაბილიზაციას. ამავდროულად, სტრატეგია ხაზს უსვამს მოსკოვის მზარდ და სტრუქტურულ სისუსტეს, ისევე ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება როგორც გერმანიასთან, ასევე უკრაინასთან ვაშინგტონის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს

ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის არსი სრულიად ნათელია – გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს დემოკრატიის დაცვისთვის მზადყოფნის დამტკიცებას შეეცდება. ამ თემას ანალიტიკურ სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა zeit.de. სტატიის თანახმად, თუ აშშ-ს პრეზიდენტის გამონათქვამებს შევაჯამებთ, შემდეგი გამოვა – „ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიო ავტორიტარულ რეჟიმებს გადავაბაროთ, ისეთებს, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი, ამიტომაც გონს მოდით“. მაგალითად, ჩინეთი ამერიკის მეტოქეა  და ის საფრთხეს უქმნის ლიბერალურ ...

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა – პუტინს შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. „Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა, ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსან ბირთვულ რაკეტებსა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე. პუტინს მოლაპარაკებები არ სჭირდება. მას შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.

Read More »

მერკელმა და ბაიდენმა Nord Stream 2-ზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას G7 სამიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სადაც მხარეებმა განიხილეს Nord Stream 2-ის პროექტი. ”ჩვენ (ბაიდენთან) მოკლედ მიმოვიხილეთ Nord Stream 2-ის საკითხი. როგორც თქვენთვის ცნობილია,  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის მთავრობასთან და ფედერალური მთავრობის ექსპერტებთან. მე მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვლავაც დარჩეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო პარტნიორად”- განუცხადა ...

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია

რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია და გაზსადენის ბუნებრივი აირით გავსება 11 ივნისს დაიწყება. ამასთან ერთად, გაზსადენის მეორე ნაწილის გაყვანა გრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ აშშ-ი, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული გაზსადენის გაყვანას, რადგან შიშობენ, რომ ის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენას გაზრდის. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა პროექტში მონაწილე კომპანიებს. ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. „გერმანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდა და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთან. პრაქტიკული თვალსაზრისით, გაზსადენის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. გაზსადენის ოპერატორისა და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების მიუხედავად, მშენებლობის დასრულების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა რეაგირებას მოახდენს რუსეთის ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ...

Read More »

“მწვანე ენერგიის” წილი უკრაინის ენერგეტიკაში გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა

2020 წელს უკრაინაში ენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების წილი გაორმაგდა და 6.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.3% იყო. აღნიშნულის შესახებ “უკრენერგოს” პრესსამსახური იუწყება. გასულ წელს ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 41%–ით ანუ 1,9 გიგავატით გაიზარდა და 6,4 გიგავატს მიაღწია. საერთო ჯამში, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა 2020 წლის განმავლობაში 148.9 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ...

Read More »

“მჯერა, რომ ბაიდენი არის ჯორდანი პოლიტიკაში, რომელიც ბოლო წუთს ცვლიდა ტაქტიკას და გამარჯვებას ეუფლებოდა”

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ კომპანია Nord Stream 2 AG- ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის თამაშის სტილს ადარებს. „ეს მე მაგონებს, მაიკლ ჯორდანის თამაშს, რომელიც ჩემი ფავორიტია. მაიკლ ჯორდანი ხშირად ატყუებდა მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ ვითომ სისუსტის, ან ავადმყოფობის დემონსტრირებით. მას სხვადასხვა საიდუმლო ხრიკი ჰქონდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მოდუნებულიყო და გამარჯვებასთან სიახლოვის ცრუ გრძნობა ...

Read More »