რა შესაძლებლობას აძლევს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი მომხმარებელს - სალომე ჯანელიძეს განმარტება

UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

“ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გამოყენება” - ახალი ნაშრომი ნავთობისა და გაზის საკითხებზე

“ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოსთვის უდიდესი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ - სალომე ჯანელიძე

"ენგური ატრაქცია" სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის ასევე ინვესტორებისთვის" - ნიკა ანთიძე

ელექტროენერგია
კომპანია "ფერი" ენერგეტიკულ პროექტებს მხარდაჭერის მექანიზმების გარეშე განახორციელებს

კომპანია „ფერი“ გეგმავს ენერგეტიკული პროექტები მხარდაჭერის მექანიზმის გარეშე განახორციელოს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა, რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე მიმდინარე ეტაპზეა.„რაჭაში ვახორციელებთ სორგითის პროექტს, რომელიც 30 მგვტ-იანია, სვანეთში - ხუმფრერის პროექტს, რომელიც ასევე, 30 მგვტ-იანია. რამდენიმე დღეში კი, ალბათ, ახალ მემორანდუმს გავაფორმებთ სახელმწიფოსთან და ასევე, მხარდაჭერის სქემის გარეშე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმძლავრის მშენებლობას დავიწყებთ. საუბარია 100 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე“ - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.ამასთან, მისივე თქმით, მხარდაჭერის მექანიზმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ მექანიზმს კრიტიკოსებიც ეყოლება.„საქმე ისაა, რომ ენერგეტიკა არ იანგარიშება ერთი და ორი დღით, როდესაც ამ დარგს ენდობი, ენერგეტიკა 10-15 წლიან პერსპექტივაზე უნდა გაითვალოს. ჩვენთვის, მაგალითად, ჰიდროს კუთხით ამ მექანიზმში არც მიგვიღია მონაწილეობა, რადგან, როდესაც სადგური 4-5 წლის შემდეგ შევა ექსპლუატაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ ის კომპანია 5 წლის შემდეგ არც კი გააგრძელებს ამ მექანიზმში მონაწილეობას - იმდენად გაზრდილი იქნება მოხმარება და იმდენად შეცვლილი იქნება რეალობა დღევანდელთან შედარებით. თუმცა, ეს მხარდაჭერის მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია დარგში დამწყები მოთამაშეებისთვის, მცირე სიმძლავრეებისთვის ან იმ სადგურებისთვის, რომლებიც კომპლექსურია, რთულია და საჭიროა საბანკო-დაფინანსებადი გახდეს ესა თუ ის პროექტი.დიდწილად, ეს მიმზიდველი არის მზისთვის, ქარისთვის. რაც შეეხება ჰიდროს, ვაპირებთ რამდენიმე პროექტი მხარდაჭერის სქემის გარეშე განვახორციელოთ და ვიყოთ მაგალითები ბაზარზე სხვა მოთამაშეებისთვის. თუმცა, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მცირე სადგურებისთვის და დაეხმარება ახლად შემოსულ მოთამაშეებს, რომ თავი უფრო დაცულად იგრძნონ“ - ამბობს ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონი თებერვალში დასრულდა. მედიანური ტარიფები ეკონომიკის სამინისტროს ცნობით შემდეგია:ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 6,50 აშშ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები - 6,00 აშშ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით - 8,60 აშშ ცენტი; მზის ელექტროსადგური - 5,60 აშშ ცენტი; მზის ელექტროსადგური ბატარეებით- 6,39 აშშ ცენტი; სხვა განახლებადები - 15,35 აშშ ცენტი."ბიზნესპარტნიორი"

"ენერგეტიკის განვითარების ფონდმა", Masdar-მა და ერთობლივმა საწარმომ საპარტნიორო შეთანხმება გააფორმეს

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია Masdar-ის მიერ ორგანიზებულ მწვანე წყალბადის სამიტსა და წყლის რესურსების განვითარების, მზის, სუფთა ენერგიისა და მწვანე ენერგეტიკის დაფინანსების შესაძლებლობების პანელურ დისკუსიებს დაესწრო."ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, ჯაბა ხმალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია Masdar-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან, სადაც მხარეებმა განიხილეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და Masdar-ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ არსებული სტატუსი და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები, ამასთან, ხელი მოეწერა საპარტნიორო შეთანხმებას ფონდს, Masdar-სა და დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შორის.ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, მინისტერიალთა მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. World Future Energy Summit -ის ფარგლებში მიმდინარეობდა გამოფენა, სადაც 400-ზე მეტმა მსოფლიოს წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ კომპანია Masdar-თან ერთად ახორციელებს 96 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ამასთან, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.

შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ამჯერად კომპანიამ ქალაქ ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, მოისმინეს ლექცია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე ახორციელებს, ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესაძლებლობების შესახებ.სსე-ს ცნობით, უფროსკლასელები ასევე ეწვივნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, გაეცნენ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების სპეციფიკას, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ახალი თაობისთვის ინფორმაციის მიწოდებას სსე ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს.შემეცნებითი ტურები კომპანიაში მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

“ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევუწყობთ ხელს განახლებადი წყაროების ენერგოპროექტებს“

მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომელიც „თიბისი კაპიტალის“ კვლევის „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები" პრეზენტაციას დაესწრო.„ენერგეტიკის მხარდაჭერაზე ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან. ბოლო დღეებშის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ, რათა უფრო ქმედითი იყოს ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, ვაცნობთ სახელმწიფო ხედვას და ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართ. ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი მესიჯია.დღესაც, „თიბისი კაპიტალთან“ ერთად გვექნება მსჯელობა დაფინანსების წყაროებზე, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ, პროექტები გადავიყვანოთ განხორციელების ეტაპზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმი ფასის კუთხით, არის ძალიან ქმედითი, თუმცა ჩვენ ბიზნეს ასოციაციასთან საუბრისას განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ამიტომ, აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, საფინანსო სექტორთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „თიბისი კაპიტალი“ და „თიბისი ბანკი“ ზოგადად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებელი ენერგეტიკის სფეროში და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით ვფიქრობთ, ბანკებთან ერთად შევუწყობთ ხელს განახლებადი წყაროების ენერგოპროექტებს“ - აღნიშნა ლევან დავიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა სიახლეები