სასწავლო კურსზე - „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები” რეგისტრაცია დაიწყო.

კურსს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ატარებს.

სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://entc.ge//ka/home