2023-2027 წლებში ბუნებრივი გაზის სექტორში 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სემეკის ანგარიშის თანახმად, სწორედ ამ მოცულობის ინვესტიციები აქვს შეთანხმებული კომისიას კომპანიების ხუთწლიანი განვითარების გეგმებში.

გაზგამანაწილებელ ქსელში ინვესტიციას განახორციელებენ: “თბილისი ენერჯი”, “სოკარჯორჯია გაზი”, “საქორგგაზი”, “თელავგაზი”, “ენერგოკავშირი”, “ვარკეთილაირი”.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ გაზზე 2022 წელს წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 2,998 მლრდ კუბური მეტრი გაზი შეადგინა.

მათ შორის: საყოფაცხოვრებო მომხმარებლები - 1,335 მლნ კუბური მეტრი, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები - 1,663 მლნ კუბური მეტრი, თბოსადგურები - 754 მლნკუბური მეტრი.