ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს.

დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 0,6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 614,9 დოლარი შეადგინა.

2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ კუბ/მ-ს არ აღემატებოდა.

ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით, გაზსადენებზე აფეთქებისა და რუსეთის მხრიდან მომარაგების შეწყვეტით, ან აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელ Freeport LNG-ის ქარხანაში აფეთქებით იყო გამოწვეული, ბუნებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდის.