„გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერმა სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან ბოლატ აკჩულაკოვთან და უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრთან ჟურაბეკ მირზამახმუდოვთან და ორ ქვეყანასთან სამმხრივი თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები გაზის ინდუსტრიაში, – ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოს „გაზპრომმა“ ხელი მოაწერა გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის ორმხრივ საგზაო რუკებს ყაზახეთის მთავრობასთან და უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან.

წყარო: commersant.ge