თურქეთში ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა შეაფერხოს ამ ქვეყანაში გაზის ჰაბის შექმნა, მაგრამ პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ახლა გაზის ჰაბის პროექტი არ შეიძლება თურქეთისთვის პრიორიტეტი იყოს, ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. შესაბამისად, შესაძლოა გარკვეული დროით შეფერხება მოხდეს, მაგრამ რეალურად გეგმები არ შეიცვლება“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

რუსეთიდან თურქეთში დამატებითი გაზსადენების გაყვანისა და ევროკავშირის საზღვარზე გაზის ჰაბის შექმნის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. 4 თებერვალს სააგენტო Anadolu ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ თურქეთში ბუნებრივი აირის განაწილებისა და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

წყარო: commersant.ge