რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის მოხმარებისას ოჯახის უსაფრთხოებისთვის - „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ურჩევს:

  • თუ იგრძენით გაზის სუნი! სასწრაფოდ გადაკეტეთ გაზის ონკანები, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ფართი. დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 და დატოვეთ სახლი.

  • თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის - დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ეს საქმე კვალიფიციურ სპეციალისტებს მიანდეთ.

  • აუცილებელია! სახლიდან გასვლის წინ გაზის დანადგარებზე ონკანები გადაკეტოთ.

  • რეკომენდებულია ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ გაზზე მომუშავე გამათბობლებზე გაზის ონკანები გადავკეტოთ.

  • რეკომენდებულია! თუ ბინაში არ ცხოვრობთ და დაკეტილია (თუნდაც დროებით) დაურეკეთ კომპანიას და მოითხოვეთ გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტა თქვენი სახლისა და მეზობლების უსაფრთხოებისთვის.

  • აუცილებელია ! თბილისი ენერჯის სპეციალისტებს მისცეთ საშუალება თქვენს საცხოვრებელ ფართში შეამოწმონ გაზმომარაგების ქსელი.

  • კატეგორიულად აკრძალულია ! გათიშული გაზის ქსელის თვითნებური ჩართვა ან გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ამით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით.

  • დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან ისეთ ფართში რომელიც არ ნიავდება.

  • ვიდრე სახლს ან ოფისს იქირავებთ, იგირავებთ ან იყიდით, აუცილებლად მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შემოწმება. არ გადახვიდეთ ახალ ფართში ვიდრე არ დარწმუნდებით რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულია. დარეკეთ ცხელის ხაზის ნომერზე 2 40 40 04 მომსახურება უფასოა

  • აუცილებელია საცხოვრებელ ფართში, სადაც დამონტაჟებულია გაზზე მომუშავე ხელსაწყოები, გამართულად მუშაობდეს სავენტილაციო არხი, ფანჯარას ჰქონდეს სარკმელი ან გადმოსაკიდი ფანჯარა.