ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე უპილოტო აპარატით თავდასხმა მოხდა.
სააგენტოს განცხადების თანახმად, უპილოტო აპარატ რეაქტორ 4-ის ნარჩნების დამცავ გუმბათს შეეჯახა და ხანძარი გააჩინა.
„რადიაციის დონე შიგნით და მის გარეთ რჩება ნორმალური და სტაბილური. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის სადგურზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. ზელენსკის განცხადებით, რეაქტორის ნაწილების საცავი მსოფლიოს გამოსხივებისგან იცავს, რომელიც ევროპის ქვეყნების და აშშ-ის მონაწილეობით აშენდა.
1tv.ge