ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲬᲧᲐᲚᲛᲝᲛᲐᲠᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐᲡᲐ (ᲡᲔᲛᲔᲙ) ᲓᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ. ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲔᲡ ᲡᲔᲛᲔᲙᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲓᲐᲕᲘᲗ ᲜᲐᲠᲛᲐᲜᲘᲐᲛ ᲓᲐ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲡᲐᲑᲭᲝᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲡᲐᲛᲘᲠ ᲐᲮᲣᲜᲓᲝᲕᲛᲐ.
ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲐ.
ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲪᲕᲚᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲐᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝ, ᲐᲡᲔᲕᲔ ᲛᲐᲗ ᲙᲝᲛᲞᲔᲢᲔᲜᲪᲘᲔᲑᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ, ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐᲓᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲜᲔᲠᲒᲝᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘᲡ, ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲕᲘᲖᲘᲢᲔᲑᲘᲡ, ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲗᲐ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ.
ᲡᲔᲛᲔᲙᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ
მთავარი სიახლეები
ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვება ადგილობრივ წარმოებას ჩაკეტავს - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს.მისი თქმით, იმპორტირებული ენერგიის ფასი ადგილობრივზე დაბალია, რაც ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს შეუქმნის.“დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა გენერირებული ელექტროენერგიის ჭრილში - ვიცით, რომ წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთთან არ არის დაბალანსებული, ვინაიდან, მოხმარების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გენერაციის. განსაკუთრებით ეს ვითარება მწვავდება-ხოლმე ზამთრის პერიოდში. ამ ეტაპისთვის, ბირჟაზე რეგისტრირებულ გენერაციის კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ელექტროენერგია, რომ გაყიდონ ბირჟაზე. ეს სერიოზული გამოწვევაა და შეგვიძლია ვიმსჯელოთ - შემოვიყვანოთ თუ არა ამ პროცესში იმპორტირებული ელექტროენერგია.ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ფორმირდება ფასი. თუ ვიტყვით, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია უნდა დავუშვათ ბირჟაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქნება მაღალკონკურენტული და ჩაკეტავს ადგილობრივ წარმოებას. ვინაიდან, დღესდღეობით, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი 3-4 დოლარ/ცენტის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი 6 ცენტის ფარგლებშია. ჩვენ თუ გვინდა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ გენერაციას, მაშინ იმპორტის კომპონენტი აუცილებლად უნდა ჩავკეტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ მეტი ფოკუსი იქნება იმპორტირებულ პროდუქტზე. ავტომატურად, ჩვენ გავხდებით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. იმ მთავარ გამოწვევასთან - რაც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უკავშირდება, კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება,"-აცხადებს მელიქიძე.მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმოება და არ გახდეს ბირჟაზე იმპორტირებული ენერგიის შემოტანა საჭირო, უნდა გაგრძელდეს დაწყებული ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეფერხებულია.„ადგილობრივ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული, იმპორტირებული ელექტროენერგია აითვისებს იმ მოთხოვნას, რადგან, ფასით კონკურენტუნარიანი იქნება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რაც უფრო დაბალია ფასი მით უფრო სახარბიელოა, ამიტომ, ამ ეტაპისთვის ჯობს თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვებისგან და მეტად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი გენერაციის ობიექტების განვითარებას“ - განმარტავს „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“.დღესდღეობით, ბაზრის საბითუმო მიმწოდებლებსა და ტრეიდერებს ბირჟაზე დაშვება შეზღუდული აქვთ, თუმცა, სამომავლოდ, ბირჟაზე დაშვება ყველა მონაწილისთვის არის გათვალისწინებული.ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და 2025 წლის 1 ივლისამდე ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. პლატფორმაზე ვაჭრობა შეუძლიათ როგორც გენერაციის ობიექტებს, ისე მსხვილ მომხმარებლებს. ამ დროისთვის ბირჟაზე 17 მონაწილეა რეგისტრირებული, ვაჭრობა კი, აგვისტოში, მხოლოდ ორ დღეს შედგა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სემეკის მიერ დანერგილი ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა 1459-მდე გაიზარდა. ჯამური დადგმული სიმძლავრე 97 მგვტ-ია.რაც შეეხება დადგმული სადგურების რაოდენობის განაწილებას ქსელში ჩართულობის მიხედვით. სს “თელასის” ქსელში ჩართულია 378 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 31 მგვტ; სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულია - 1081 სადგური, ჯამური დადგმული სიჩქარით 66 მგვტ.ამასთან, სს “თელასის” და სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელებში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია - 828 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 631 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით9 . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.სემეკის განცხადებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.
სემეკი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებას აგრძელებს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ მთავარ პრობლემას ძაბვის ხარისხი წარმოადგენს, რადგან მოძველებული ინფრასტრუქტურით გაზრდილი მოხმარების სათანადოდ დაკმაყოფილება ვერ ხერხდება."ყველაზე პრობლემური არის ძაბვის ხარისხი. ვინაიდან იყო მოძველებული ინფრასტრუქტურა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დასახლებები გაჩნდა, ახალი საწარმოები და ორგანიზაციები, ტრანსფორმერებს გაძლიერება სჭირდება. უფრო მეტ მოხმარებას ვერ იტანს. აქედან გამომდინარე, ადგილზე რეკომენდაციები მიეცემა შესაბამის პირებს, რომლებიც ტექნიკურად ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები.’’- ამბობს დავით ნარმანია.უნდა აღინიშნოს, რომ სემეკის ჯგუფები მონიტორინგს ორი მიმართულებით ახორციელებენ. ერთი მოიცავს არსებული მდგომარეობის შეფასებას. ამ მიზნით, სპეციალური ჯგუფი ქსელებისა და ტრანსფორმერების ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ და ძაბვის ხარისხს ზომავენ. ამასთან, მონიტორინგის მეორე მიმართულება განხორციელებული პროექტების ტექნიკური და ფინანსური შესაბამისობის შემოწმებას მოიცავს.,,ორი მთავარი რამ წაეყენება შესრულებულ პროექტს. ერთი არის, რომ ის ტექნიკურად ხარისხიანად და უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა იყოს შესრულებული. მეორე, ხარჯეფექტიანად უნდა იყოს შესრულებული ანუ მაქსიმალურად დაწურული ბიუჯეტი უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებდით პერიოდულად ამ დასკვნებს. ერთ-ერთი შემთხვევა გვქონდა, რომ ჩვენ მივიღეთ დასკვნა, სადაც დადებითად იყო შეფასებული პროექტი. ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც გავიდა ადგილზე, ნახეს რომ იყო შეუსაბამობები. დაჯარიმდა გამანაწილებელი კომპანია, ხოლო შემსრულებელი კომპანია ანუ ვინც მოამზადა ტექნიკური შესაბამისობის დასკვნა არასათანადოდ, მასზე ინფორმაცია გაეგზავნა მაკრედიტირებელ ორგანოს. ამ პირს ჩამოერთვა აკრედიტაცია. ეს კარგი სიგნალია სხვებისთვის, რომ მათ არ გაბედონ თუ უხარისხოდ არის შესრულებული არ დაწერონ დადებითი დასკვნა, თორემ ყველა დაისჯება. ეს არის ხალხის ფული. მოსახლეობისა და კომერციული სექტორის მიერ კომუნალური გადასახადების სახით გადახდილი ფული. ვალდებულება გვაქვს ჩვენც, გამანაწილებელ კომპანიებსაც და ყველას, რომ ეს ფული დაიხარჯოს ხარისხიანად შესრულებულ პროექტებში.’’- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მიიღო.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე ჰიდროელექტროსადგური „ხობი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო წლიური საპროგნოზო გამომუშავება 194 მლნ კვტ/სთ-ს.
2025 წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდება - დავით ნარმანია
"გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის 10 გეგავატამდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს" - ლევან დავითაშვილი
"ამ ეტაპისთვის, ჯობს, თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის ბირჟაზე დაშვებისგან" - მაია მელიქიძე
დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები"