2024 წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით 2 453 388 ლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, გადახდილი თანხიდან 2 036 488 ლარი ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამოა გაცემული.
"ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის – 416 900 ლარი, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება:
ახალი მომხმარებლის მიერთება
სიმძლავრის გაზრდა
დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა
აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა
მომხმარებლის წერილობით ელექტრონულ მიმართვაზე დასაბუთებული პასუხის / გაცემა ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან და რეაგირება /
მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება
მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება
აბონენტად დარეგისტრირება და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების უზრუნველყოფა
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება
ზემოთ მოცემულია 2017-2024 წლებში გარანტირებული სტანდარტების განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობისთვის მომხმარებლებზე დარიცხული კომპენსაციების ოდენობა განაწილების ლიცენზიატების მიხედვით.
გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, კრედიტის სახით, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის, ხოლო წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასურის შემთხვევაში კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს განაცხადში მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ამასთან, კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ პირი დარღვევის მომენტისათვის არ არის აბონენტად რეგისტრირებული, კომპენსაცია უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, მომარაგების დაწყებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.