ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს, რეგიონის ყველა რაიონულ ცენტრს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციასენერგო-პრო ჯორჯიაავრცელებს.

გურიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანესენერგო-პროჯორჯიასკუთვნილი ელექტროქსელის ნაწილი.

ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები სტაბილურად მარაგდებიან ელექტროენერგიით. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ამ წუთებში აქტიურად მუშაობენ სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენით სამუშაოებზე.

აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია. აღდგენით სამუშაოებს აფერხებს ჩამოწოლილი მეწყერის და ადიდებული მდინარეების გამო გამოწვეული დაზიანებებამდე მისასვლელი გზების ჩახერგვა. თუმცა, “ენერგო-პრო ჯორჯიასტექნიკური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ შეძლებისდაგვარად დროულად მოხერხდეს აბონენტებისთვის ელექტროენეგრიის მიწოდება.

კომპანიის ტექნიკური სამსახურის ცნობით, დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგება ენერგომომარაგება” - აცხადებსენერგო-პრო ჯორჯია”.