Green Energy ფარმაცევტული კომპანია “იმპექსის” ლოგისტიკურ ცენტრს მზის ელექტროსადგურით აღჭურვავს.

“Green Energy საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში პირველად, სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ მფლობელი კომპანია „იმპექსფარმის“ ახალი ლოგისტიკური ცენტრისთვის, მზის ელექტროსადგურის მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპს იწყებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 456 KW-ია, მზის ელექტრო სადგურის ყოველწლიური გენერაცია 596 მგვტ-საათი იქნება.

„იმპექსფარმის“ ლოგისტიკური ცენტრი თბილისში, 10 000 კვ./მ-ზეა განთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს II ბლოკის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში 2024 წლის ბოლოს შედის” - აცხადებენ კომპანიაში.

„იმპექსფარმი” ახალი სადისტრიბუციო საწყობის მშენებლობისთვის 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, ხოლო, განახლებადი ენერგიის პროექტის ჯამური ღირებულებაა 170 000$.

პროექტი "იმპექსს" საშუალებას აძლევს იყოს ენერგოეფექტური და ყოველწლიურად, 180 000 ლარამდე დაზოგოს.

Green energy განახლებადი ენერგიის მიმართულებით, მზის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მონტაჟს ახორციელებს. კომპანია საქართველოში ყველაზე დიდ მზის ელექტროსადგურს აშენებს - 25 მგვტ-იანი სადგურის საპროექტო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა.