2024 წლის იანვარში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 344 163.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30.3% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 522 478.4 ლარი შეადგინა.

აქედან, პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია 70%-ია, 30% კი საბალანსო ელექტროენერგია.

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.5224888 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.581 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 29% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურის - 66%, ხოლო იმპორტის წილი - 4%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველების წილი ასე გამოიყურება: 66% თბოელექტროსადგური, 29% ჰიდროელექტროსადგური, 4% იმპორტი, 1% ქარის ელექტროსადგური,

2024 წლის იანვარში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 1.4% შეადგინა. აგრეთვე, იანვრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.1% შეადგინა.

იანვარში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 933 892.00 ლარი.