GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაცია 200-ზე მეტ ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს მოიცავს და უზრუნველყოფს მათ თანამშრომლობას მსოფლიო მასშტაბით.

პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმზე, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად ვიცე-თავმჯდომარეებად ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის წარმომადგენლებიც აირჩიეს.

“ჩემთვის დიდი პატივია ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-თავმჯდომარედ არჩევა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლა, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, ენერგეტიკული გარდაქმნის ეტაპს გადის, სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში კი დიდი როლი აქვს ენერგეტიკის რეგულირების საკითხებს”  - აღნიშნა მაია მელიქიძემ.