განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსებით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ხელს შევუწყობთ - ამის შესახებაწარმოე საქართველოშიდირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების კომპონენტიაწარმოე საქართველოშიბიზნესუნივერსალის პროგრამას დაემატა.

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდრო ელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავალის განვითარებას. ჩვენი სააგენტოს პორტფელის ფარგლებში მუდმივად ვნერგავთ ახალ კომპონენტებს, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას“, - აღნიშნა აწარმოე საქართველოშიდირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ბიზნეს უნივერსალისპროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხისსრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით

ბიზნეს უნივერსალისპროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლისმიღება უზრუნველყოფის ნაწილში. პროგრამა აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტულისერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.