მიუხედავად ამბიციური საინვესტიციო გეგმებისა, ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე აცხადებს.

მისი ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ქსელური ტარიფები გრძელვადიან პერიოდში დგინდება, მიწოდების ტარიფები განახლებას ექვემდებარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ტარიფებს 5 წლით ვადგენთ, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ტარიფების კორექტირების საჭიროება არ დგას.  ამ ეტაპზე, მიწოდების ტარიფების გაანგარიშების პროცესი მიმდინარეობს და 2024 წლის 1 იანვრიდან, ახალი ტარიფები დადგინდება,"- ამბობს სანიკიძე.

მისივე თქმით, ტარიფები ყოველწლიურად დგინდება, რომელიც გულისხმობს ფაქტობრივი დანახარჯების აუდიტსა და დეტალურ შესწავლას - როგორც საოპერაციო ხარჯების, ასევე უკვე შესრულებული საინვესტიციო პროექტების ანალიზის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ გარდა ტარიფების განახლებისა, მომავალი წლიდან განახლდება საინვესტიციო გეგმებიც, რომელიც სატარიფო მიზნებისთვისაა შეთანხმებული.

"ბიზნესპარტნიორი"