საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„10 სექტემბერს ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მომავალ ენერგეტიკოსებს,ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს და ყველა იმ პირს, რომელიც ენერგეტიკის სექტორს გულშემატკივრობს, ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ!

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისათვის. ენერგეტიკოსების დაუღალავი შრომის შედეგია არაერთი მიღწევა და წარმატება, რომებმაც სექტორს მისცა განვითარების შესაძლებლობა.  

მარეგულირებელ კომისიას, სემეკს, ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, გამორჩეულად მინდა მივულოცო ენერგეტიკოსის დღე სემეკის თანამშრომლებს. თავდაუზოგავი შრომისათვის თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი და წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ“, - აცხადებს დავით ნარმანია.