საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადისსაერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ საინფორმაციო ბიულეტინებგამოქვეყნდა. დოკუმენტისავტორები არიან სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკისასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) და ფონდი"პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C).

 

საინფორმაციო ბიულეტინები შეეხება პარტნიორ ქვეყნებში კომუნალური მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას. დოკუმენტები განთავსებულია პროექტის საიტზე:

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF)მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში პროექტი განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“.

 

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეოპოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA)(სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითიცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).

 

პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების  შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.  პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com 

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.

------------

 

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი  (IVF)

 

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებსრეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებისგაღრმავების, იდეების გაცვლისა დაურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს  ცენტრალურ ევროპაში ევროპულიღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვისგააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

 

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

 

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი(ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისადა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებულიმხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციისსექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზითცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურინსტრუმენტებს ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის.

 

პროექტის პარტნიორები:

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციისკვლევითი ცენტრი (RC SFPA)

 

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითიცენტრი (RC SFPA) ბრატისლავაში დაფუძნებულიანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობსინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელიკვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილებისმიმღებთათვის, პრაქტიკული რეკომენდაციებისმეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით დასაზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებსმრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობსსაერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებსმომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურგამოწვევებს.

 

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი

 

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც კარლის უნივერსიტეტის ნაწილი, არის წამყვანიდაწესებულება გარემოსდაცვითი კვლევის სფეროში, რომელიც საქმიანობას ახორციელებსსოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ცენტრიუზრუნველყოფს საკონსულტაციო და საექსპერტომხარდაჭერას, როგორც უნივერსიტეტისთანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართოსაზოგადოებისთვის გარემოსდაცვით და ენერგეტიკისეკონომიკის სფეროში მდგრადობის ინდიკატორებისა დაგანათლების მხარდაჭერისთვის, პროეკოლოგიური ქცევის ჩამოყალიბებისთვის.
 

ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C), პოლონეთი

ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) მოქმედებს, როგორც აქტივატორი პოლონეთსა და მის ფარგლებსგარეთ ნეიტრალური კლიმატის მომავლის შექმნისმიზნით. მხარდაჭერილი ინიციატივებით, რომელთამიზანია CO2-ის ემისიების შემცირება, P4C ხელს უწყობსრეალურ ცვლილებებს ადგილობრივ და საერთაშორისოდონეზე. P4C მიისწრაფვის  მდგრადი მომავლისუზრუნველყოფისკენ.