“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა” და შპს “ეჯე ენერჯის” შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 40 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რის საფუძველზეც განვითარდება პროექტი. 

“ენერგეტიკის განვითარების ფონდში” აცხადებენ, რომ მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას, ამასთან, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას, ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.