2024 წელს დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების, ინვესტორების მოზიდვა, ყველა შესაბამისი ღონისძიების - დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება - უზრუნველყოფის მიზნით.

“ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებით წარდგენისას.