სამხრეთ-დასავლეთ შვედეთში მსოფლიოში უდიდესი ხის ქარის ტურბინის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი შვედურ კომპანია Modvion-ს ეკუთვნის. ხის, მოდულარული ტურბინის კოშკი, რომელიც Vestas V90-2.0 MW ტურბინითაა აღჭურვილი, 7 სექციად, 28 მოდულით აშენდა. ცენტრალური კვანძის საერთო სიმაღლე 105 მეტრია.

ხის მოდულები ლამინირებული ვინირის ხისგანაა დამზადებული და დაფარულია სქელი და წყალგაუმტარი საღებავით.

კომპანიის თქმით, ხეს უკეთესი სიმტკიცე-წონის თანაფარდობა აქვს, ვიდრე იმ ფოლადის ტიპებს, რომლებიც ქარის ტურბინების კოშკურებისთვის გამოიყენება. მისი მოდულარული კონსტრუქციის გამო, ტრანსპორტირება გამარტივებულია და შესაძლებელია მისი გადაზიდვა სტანდარტულ გზებზე სტანდარტული სატვირთო მანქანების გამოყენებით.

კომპანიის თქმით, კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ ხის კოშკურებზე გადასვლისას ნახშირბადის გამონაბოლქვი მცირდება - რაც წარმოების დროს გამოიყოფა. ამასთან, თავად გამოყენებული მასალა ინახავს ნახშირბადს.

კომპანიის განმარტებით, ანძების საშუალო სიმაღლე სავარაუდოდ, 2027 წლისთვის 160-170 მეტრს მიაღწევს, მაღალი ტურბინები კი უფრო ეფექტურია ქარის ენერგიის გამომუშავებაში.

შემდეგი ნაბიჯი ტექნოლოგიის 6+მგვტ და ყველაზე მაღალი სიმძლავრის ტურბინებამდე მიტანაა.

"ბიზნესპარტნიორი"