სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ნეტო-აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე წინა წელთან შედარებით გაიზარდა 70%-ით. ამასთან, კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოს სს „თელასის” არეალში „ნეტო-აღრიცხვით“ სარგებლობდა 314 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 24,656 კვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას “არეალში – 829 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 42,897 კვტ. 2023 წელს ნეტო-აღრიცხვის სისტემაში სულ დაფიქსირდა 1,143 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 67,552 კვტ.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით9 . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.
სემეკის განცხადებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.