ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები და არ ჩანს მისი შემცირების ნიშნები, რადგანაც ამ ტიპის ავტომობილები ბრიტანეთში პოპულარობით მეორე ადგილზეა.

ელექტრომანქანები პოპულარობით მხოლოდ ბენზინისძრავიან ავტომობილებს ჩამოუვარდება, ხოლო დიზელისძრავიან ავტომანქანებს გაასწრო და წინა თვეში საავტომობილო ბაზრის 32.9% დაიკავა. ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეთა ასოციაციის (SMMT) ცნობით, წინა წელთან შედარებით, ელექტრომობილების გაყიდვები 40.1% გაიზარდა, ხოლო დიზელის ძრავიანი ავტომანქანების გაყიდვები 38.9% შემცირდა. გარდა ამისა, ასოციაცია გვატყობინებს, რომ ახალი ავტომობილების CO2 გამონაბოლქვი შემცირდა 11.4 გ/კმ-მდე, რაც ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თუმცა ელექტრომანქანების გაყიდვების ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად კერძო პირებთან, არამედ საწარმოებსა და ავტოპარკებთან, რადგან გაყიდული ელექტრომობილების ძირითადი ნაწილი სწორედ მათზეა დარეგისტრირებული. SMMT-ის ცნობით, კერძო პირებს სჭირდებათ დამატებითი სტიმული ელექტრომობილებზე გადასვლისთვის, რადგან დამტენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა აფრთხობთ.

ამჟამად მთავრობა 2030 წლისთვის გეგმავს 300 000 საზოგადოებრივი სატენი სადგურის გახსნას, საიდანაც ნაწილი – 34 637 ასეთი სადგური – გასული წლის ოქტომბრამდე უკვე გაიხსნა.

SMMT-ის განცხადებით, გეგმის შესასრულებლად ყოველდღიურად 100-მდე ახალი სადგურის გახსნაა საჭირო. ამჟამინდელი დღიური მაჩვენებელი 23-ია. ეს მაჩვენებელი კი ძალიან მცირეა, რადგან ბრიტანეთის ახლანდელი ელექტრომობილების ინფრასტურუქტურის მიხედვით, შეიძლება საჭირო იყოს 720 000-მდე სატენი სადგური. კანცლერ ჯერემი ჰანტის ბოლო გადაწყვეტილებამ, ელექტრომობილებზე გადასახადის დაწესების შესახებ და ელექტროენერგიაზე გაზრდილმა ფასებმა შეიძლება დამატებითი წინაღობები შექმნას ელექტრომობილების მასიური დანერგვისთვის. SMMT-ის ვარაუდით, ელექტრომანქანების ინფრასტუქტურაში დამატებითმა ინვესტიციებმა შეიძლება მოახერხოს რიგითი მომხმარებლების ელექტრომობილებზე გადასვლაში დაარწმუნება და ხელი შეუწყოს ინდუსტრიის ზრდას.

კიდევ ერთი ახალი ამბავი: 2022 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები 2%-ით შემცირდა, 1.61 მილიონი ავტომომხმარებლით ნაკლები დარეგისტრირდა. SMMT-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ჰოუსი, ამბობს: „ავტომობილების გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებლებს ჯერ კიდევ ჩამოუვარდება, თუმცა ფართო ეკონომიკურ პერსპექტივაში, შესაძლოა, 2023 წელს ეკონომიკის ამ დარგში არსებითი ზრდა გვქონდეს. რაკი ეს კავშირშია ნულოვანი გამონაბოლქვის გაზრდასთანაც, მისი ხელშეწყობისთვის მთავრობა უნდა დაეხმაროს მძღოლებს ელექტრომობილებზე გადასვლაში და აიძულოს სხვები, უფრო სწრაფი ინვესტიციები ჩადონ სახელმწიფოს მასშტაბით სატენი სადგურების ინფრასტრუქტურაში.

მწარმოებელთა ინოვაციებმა და ვალდებულებამ წვლილი შეიტანა, ელექტრომობილები, ტრანსპორტის ეს სახეობა, პოპულარობით მეორე გამხდარიყო. თუმცა რაკი ჩვენი ქვეყანა ელექტრომობილების ინდუსტრიაში ლიდერობისკენ მიისწრაფის, ეს მორგებული უნდა იყოს კანონებზე  და ინვესტიციებზე, რომელიც გააქარწყლებს მომხმარებლების ეჭვებს ელექტრომანქანებზე გადასვლასთან მიმართებაში. სატენი სადგურების გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა აქ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს“.

წყარო: greenpole.org