საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებს.

დარგში ინოვაციური უნარების განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, USAID/Georgia- და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) დაიწყეს თანამშრომლობა.

პროგრამის მხარდაჭერით, GIPA- სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი განახორციელებს პროექტს  „განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის მიმართულებით IV - V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და სასერტიფიკატო ტრენინგ კურსების შემუშავება, განხორციელება და ინსტიტუციონალიზება GIPA-ში“.

პროექტი მიზნად ისახავს განავითაროს უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და სასერტიფიკატო ტრენინგ კურსები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას გააჩენს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროში.