გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ცენტრის
დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ ქ. ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ
საჯარო ლექცია წაიკითხა. გარდა ამისა, მან მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული
სექტორის მუშაობის პრინციპები გააცნო და ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკაზე,
როგორც მომავლის პროფესიაზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის
შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის
ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და
ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ
მათი ინფორმირება.
პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის
რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის
ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები.
პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.
ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გამართა
მთავარი სიახლეები
2024 წლის მაისში ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 6.4%-ით, ჯამში 1411 გვტ.სთ-ით გაიზარდა. “თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, კარგი ჰიდროლოგიის გამო, თბოსადგურების ამუშავება საჭირო არ გახდა და მათი მუშაობა მთლიანად შეჩერდა.ჰიდროგამომუშავება 6.6%-ით გაიზარდა, ხოლო ქარის გამომუშავება 14.1%-ით შემცირდა.ამავე პერიოდში 1,9%-ით გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც და ჯამში 1050 გვტ.სთ შეადგინა. საცალო სეგმენტის მოხმარებაში ყოველწლიურად 16%-იანი მატებაა, ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა 13,9%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. აფხაზეთის ა/რ შემთხვევაში ელექტროენერგიის მოხმარება 11,1%-ით შემცირდა.2024 წლის მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა წლიური 35%-იანი ზრდა განიცადა და კვტ/სთ-ზე 4,44 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, 2024 წლის აპრილთან შედარებით ფასი 22%-ით შემცირდა, ბაზარზე ძვირად ღირებული თბოწარმოების შეჩერების გამო.2024 წლის მაისში საქართველომ თურქეთში 319 გიგავატ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. “თიბისი კაპიტალის” ცნობით, მიუხედავად ექსპორტირებული ელექტროენერგიის მაღალი მოცულობისა, საექსპორტო შემოსავლები არ არის ისეთი მაღალი, როგორც წინა წელს, რადგან თურქეთის ბაზარზე ფასები დასტაბილურდა. მთავარი საექსპორტო მიმართულება სწორედ თურქეთია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადისსაერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა. დოკუმენტისავტორები არიან სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკისასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) და ფონდი"პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C). საინფორმაციო ბიულეტინები შეეხება პარტნიორ ქვეყნებში კომუნალური მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას. დოკუმენტები განთავსებულია პროექტის საიტზე: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF)მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში პროექტი განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეოპოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA)(სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითიცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი). პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში. ------------ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებსრეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებისგაღრმავების, იდეების გაცვლისა დაურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს ცენტრალურ ევროპაში ევროპულიღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვისგააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი(ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისადა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებულიმხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციისსექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზითცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურინსტრუმენტებს ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის. პროექტის პარტნიორები: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციისკვლევითი ცენტრი (RC SFPA) სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითიცენტრი (RC SFPA) ბრატისლავაში დაფუძნებულიანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობსინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელიკვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილებისმიმღებთათვის, პრაქტიკული რეკომენდაციებისმეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით დასაზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებსმრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობსსაერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებსმომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურგამოწვევებს. კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც კარლის უნივერსიტეტის ნაწილი, არის წამყვანიდაწესებულება გარემოსდაცვითი კვლევის სფეროში, რომელიც საქმიანობას ახორციელებსსოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ცენტრიუზრუნველყოფს საკონსულტაციო და საექსპერტომხარდაჭერას, როგორც უნივერსიტეტისთანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართოსაზოგადოებისთვის გარემოსდაცვით და ენერგეტიკისეკონომიკის სფეროში მდგრადობის ინდიკატორებისა დაგანათლების მხარდაჭერისთვის, პროეკოლოგიური ქცევის ჩამოყალიბებისთვის. ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C), პოლონეთიფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) მოქმედებს, როგორც აქტივატორი პოლონეთსა და მის ფარგლებსგარეთ ნეიტრალური კლიმატის მომავლის შექმნისმიზნით. მხარდაჭერილი ინიციატივებით, რომელთამიზანია CO2-ის ემისიების შემცირება, P4C ხელს უწყობსრეალურ ცვლილებებს ადგილობრივ და საერთაშორისოდონეზე. P4C მიისწრაფვის მდგრადი მომავლისუზრუნველყოფისკენ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი.საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს.გარდა ამისა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიაზე“ (ხობი 2). კომპანიას დაევალა 6 თვის ვადაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ის ექსპლუატაციაში მიღებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სემეკში წარდგენა. ჰესი „ხობი 2“-ის საპროექტოწლიური გამომუშავება შეადგენს 194 მლნ.კვტსთ-ს,შედგება 2 აგრეგატისგან, თითოეულის დადგმული სიმძლავრე - 22.25 მგვტ-ია.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძალიან აქტიურად დაიწყო“ - ამის შესახებ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა EnergyNews-თან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, პირველ კვარტალში სასწავლო ცენტრმა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო, მათ შორისაა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯამში 500-მა მოსწავლემ ინფორმაცია მიიღო განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ.„ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2 წლის გახდა. ცენტრის საქმიანობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძალიან აქტიური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 3 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პირველი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონში. ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ფორმატში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500-მა სკოლის მოსწავლემ. მათ მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები განახლებად ენერგიის როლთან დაკავშირებით, კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის კუთხით. გარდა ამისა საჯარო ლექციები ჩატარდა თემებზე: „ენერგეტიკა როგორც მომავლის პროფესია და ქალების როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში.კომპლექსურმა აქტივობებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით“. - აღნიშნავს თემურ თორდინავა.მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სასწავლო ცენტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. აღნიშნული ეხება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ამ პერიოდში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ძალიან საინტერესო ტენდენციები გამოავლინა, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივიღებთ.„მეორე პროექტი, რომლის განხორციელებაც პირველ კვარტალში დავიწყეთ იყო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერილი პროექტი, სადაც წამყვანია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი. პროექტში ასევე ჩართულია ორგანიზაციები სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. იგი ეხება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მიზნობრივი აუდიტორია გახლდათ მედიის, აკადემიური წრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობისა და რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები. ამ პერიოდში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები, ჩატარდა კვლევები, რომელშიც სამასამდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა და უკვე ჩვენ შევდივართ იმ ფაზაში, რომ კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში წარმოვადგინოთ“. - აცხადებს თემურ თორდინავა.რიგით მესამე პროექტი კი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევას ეხება. თემურ თორდინავას თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.„მესამე პროექტი, რომელიც დავიწყეთ არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3 წლიანი პროექტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ იგი ეხება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევას.ჩვენ ამ მიმართულებით პირველ კვარტალში უკვე დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევები ქვეყანაში არსებული ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზის მიმართულებით. კვლევის შედეგები დამუშავების პროცესშია და რამდენიმე თვეში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს წარვადგენთ“. - აღნიშნავს თემურ თორდინავა.უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა სხვა რიგი აქტივობებიც განახორციელა, რაც ძირითადად კვალიფიკაციის დონის ამაღლებას ემსახურება.„გარდა ამ აქტივობებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს გადამზადების მიმართულებით ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ტრენინგებს. ეს ტრენინგები არის როგორც ენერგეტიკის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სატარიფო პოლიტიკისა და წყლის რეგულირების მიმართულებითაც. ამ კუთხით, პირველი კვარტალი ძალიან აქტიური იყო და ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“. - აცხადებს თემურ თორდინავა.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება.
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე „ვიშეგრადის“ პროექტის ფარგლებში კომუნალურ მომსახურებებზე საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებამ მოსახლეობის მომართვიანობა 15%-ით შეამცირა - სემეკი
ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა, შემცირებულია საექსპორტო შემოსავლები
"აჭარაში ბუნებრივი აირი მიეწოდება 118 000-ზე მეტ აბონენტს, რაც რეგიონის 80%-ზე მეტია"
ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო