ენგურის წყალსაცავში წყლის დონემ ბოლო 4 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ენგური ატრაქციისცნობით, ახლა შესანიშნავი დროა კაშხლის დასათვალიერებლად, სპეციალურად შემუშავებული მარშრუტების მეშვეობით.

ენგური ატრაქციასახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი მართვაა.

ორგანიზაციის ცნობით, მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს.

ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.