რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატები „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა.

 „ფაქტობრივად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აფეთქებებში, რომლებიც მოხდა „ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, მათი ხელი ურევია, ახლა ამაზე სიამოვნებითაც კი საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, აფეთქება მილსადენებზე გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა და გაზის გაჟონვა ერთდროულად 4 ადგილას დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას შვედეთი, დანია და გერმანია აწარმოებენ, მაგრამ მათ ჯერ რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. კრემლმა მომხდარს„ საერთაშორისო ტერორისტული აქტი“ უწოდა.

წყარო: pia.ge