საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD) 2023 წლის 7 ნოემბერს სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის სახელწოდებაა კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებადსამყაროში“.

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის ცნობით, კონფერენცია გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკრებას. შეხვედრაზე ჰიდროენერგეტიკის, მელიორაციული, წყალ-სამეურნეო ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალური საკითხების გარშემო იმსჯელებენ. იქნება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდება სამეცნიერო სესიები, სადაც წარდგებიან სამეცნიერო თუ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები და ისაუბრებენ რეგიონში და ლ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

ღონისძიება ასევე, მოიცავს საგამოფენო სესიას, სადაც საინჟინრო უსაფრთხოებისა და ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების მწარმოებელი კომპანიები თავიანთ უახლეს ტექნოლოგიებს წარადგენენ.

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის კონფერენციის ფარგლებში, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ცნობილი ესპანური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია iPresas – Risk Analysis ჩაატარებს სამდღიან სპეციალიზებულ ტრენინგ ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ტრენინგი მონაწილეებს მიაწვდის ღირებულ ინფორმაციას ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისა და კაშხლების უსაფრთხო ოპერირებისათვის რისკების შეფასებაზე და მართვაზე.

კონფერენციას საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (GNCOLD) თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა გახსნის. ასევე, კონფერენციის სპიკერები არიან მსოფლიო ცნობილი ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ა.შ.