აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,7 მილიონი ბარელით შემცირდა და 457,4 მლნ ბარელი შეადგინა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები შემცირდა 1,1 მილიონი ბარელით და 218,4 მლნ ბარელი შეადგინა, დისტილატების მარაგები კი 118,2 მლნ ბარელის ნიშნულზეა.

მასთან, აშშ-ში შემცირდა ნავთობის მოპოვება 200 ათასი ბარელით დღეში და დღე-ღამეში 12,2 მლნ ბარელი შეადგინა.