ერაყმა და ფრანგულმა ნავთობკომპანია TotalEnergies-მა ხელი მოაწერეს 27 მილიარდი დოლარის ენერგეტიკულ შეთანხმებას. პროექტი დიდი ხანია მოლოდინის რეჟიმშია და ის მიზნად ისახავს გაზარდოს ნავთობის მოპოვება და გააძლიეროს ქვეყნის ენერგიის წარმოების შესაძლებლობები ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის პროექტებით.

გარიგებას ხელი 2021 წელს მოეწერა, თუმცა, ერაყელ პოლიტიკოსებს შორის პირობებზე დავის ფონზე გაჭიანურდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებები აპრილში დაიხურა, როდესაც ერაყი პროექტში თავდაპირველად მოთხოვნილზე ნაკლები წილის აღებაზე - 30%-ს დათანხმდა.

შედეგად, TotalEnergies-მა დაიკავა აქციების 45%, ხოლო QatarEnergy ფლობს დარჩენილ 25%-ს.

ბაღდადში გამართულ ცერემონიაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს TotalEnergies-ის თავმჯდომარემ, აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პუიანმა და ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰაიან აბდელ-განმა.

პატრიკ პუიანმა შეთანხმებას "ისტორიული დღე" უწოდა და თქვა, რომ პროექტი ამ ზაფხულს დაიწყება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ეს საწყისი დღეა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს ერაყში, ყველასთვის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა TotalEnergies-ის თავმჯდომარემ.

გაზის ზრდის ინტეგრირებული პროექტი (GGIP) მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის, სამი აალებული ნავთობსაბადოს აღდგენით და გაზის თბოელექტროსადგურების მიწოდებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას იმპორტის ხარჯები შეამციროს.

TotalEnergies-მა განაცხადა, რომ ის ასევე განავითარებს 1 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ბასრას რეგიონალურ ქსელში და პროექტში საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ს იწვევს.

"ეს არის ერაყის განახლებად ენერგიებში ინვესტიციის რეალური დასაწყისი", - თქვა ნავთობის მინისტრმა აბდელ-ღანიმ მზის პროექტზე.

GGIP ასევე მოიცავს ზღვის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც გვალვით დაზარალებულ ერაყს საშუალებას მისცემს ნავთობის წარმოების პროცესში ზღვის წყალი წყალი გამოიყენოს მდინარეებისა და ჭაობების შეზღუდული მტკნარი წყლის ნაცვლად.