ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა 0,02 – 1,55 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი კი გაიაფდა (0.02 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე). ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, დანიასა და ისლანდიაში იყო. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
31 ივლისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენდა - 2,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.35 ევროს, დიზელის საწვავი - 1,88 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენდა - 1,87 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,02 ევროს, დიზელის საწვავი - 1,68 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენდა- 1,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,91 ევროს, დიზელის საწვავი - 1.72 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,565 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,70 ევრო.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.117 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,21 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.74 ევროს , დიზელის საწვავი - 1.21 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,596 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,87 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს; დიზელის საწვავი - 0,54 ევრო;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,211 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,35 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.35 ევროს, დიზელის საწვავი - 119 ევრო;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.26 ევროს, დიზელის საწვავი - 1.21 ევროს.
მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,271 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,56 ევროს, დიზელის საწვავი - 1,09 ევრო.
ბელორუსიაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,693 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,72 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,79 ევროს, დიზელის საწვავი - 0,72 ევრო.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 1,071 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,14 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.27 ევროს; დიზელის საწვავი - 1.14 ევროს;
დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში: