საინტერესოა სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა გამოაქვეყნა მონაცემების საწვავის ფასები, რომლის მიხედვითაც, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა საწვავის ფასის კლება საშუალოდ 5-8 თეთრით/ლიტრაზე.
კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.95-3.17 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 3.13-3.32 ლარი/ლიტრაზე, სუპერის ტიპის ბენზინი - 3.58-3.71 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 3.21-3.33 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 3.21-3.26 ლარი/ლიტრაზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა – 0,01 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა - 0.01 – 1,40 ევროთი/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 სექტემბრის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.24 ევროს, დიზელის საწვავი - 1,78 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.90 ევროს, დიზელის საწვავი - 1,61 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,70 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,79 ევროს, დიზელის საწვავი - 1.60 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,519 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,56 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,66 ევრო, დიზელის საწვავი - 0,64 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.157 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.74 ევროს , დიზელის საწვავი - 1.18 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,580 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,21 ევროს; დიზელის საწვავი - 0,53 ევროს;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,168 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,23 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.31 ევროს, დიზელის საწვავი - 1.15 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.13 ევროს, დიზელის საწვავი - 1.12 ევროს.
მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,140 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,15 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,54 ევროს, დიზელის საწვავი - 0,98 ევროს.
ბელორუსიაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,654 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,68 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,74 ევროს, დიზელის საწვავი - 0,68 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 1,018 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.21 ევროს; დიზელის საწვავი - 1.08 ევროს;
დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში: