15 მარტს, 12:00 საათზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას გახსნიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარეგულირებელი კომისიების პირველი პირები. 

კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.