სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკის გამოფენისა და ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 4-5 ივლისს ექსპო ჯორჯიაში საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი იმართება.

სემეკის წარმომადგენლებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებენ ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები, საერთაშორისო კომპანიებისა და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები. 
გამოფენაში მონაწილეობენ უცხოური და ქართული კომპანიები.

 გამოფენის მიზანია ქართული ენერგეტიკის სექტორის განვითარების, განახლებადი ენერგიის დანერგვისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.  
ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  GREDA, Invest In Network, ექსპოჯორჯია.