ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა რეგისტრაცია გამოაცხადა ახალ სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები." კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საკითხებში.

კურსის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საკითხებზე:

  • წყალმომარაგების სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო
  • კომისიის როლი და ფუნქციები;

    ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი;

  • წყალმომარაგების სისტემების შემადგენლობა და ძირითადი მახასიათებლები;
  • წყალმომარაგების კომპანიები;

    წყალმომარაგების სისტემების შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი;

  • სასმელი წყლის დანაკარგების შეფასება და მათი აღმოფხვრა;

    სასმელი წყლის ხარისხი;

  • წყალმომარაგების ტარიფები;

    ხელმისაწვდომობა;

  • საირიგაციო საქმიანობის რეგულირების საფუძვლები
  • სატარიფო  რეგულირების  პრინციპები  და  მეთოდოლოგიური საფუძვლები
  • მომხმარებელთა  უფლებების  დაცვა,  მომსახურების  ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება

ამასთან, სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

სასწავლო კურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის საშუალებით, ხოლო რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/4eZ4FMB